გელათის ტაძრის ნაწილი ამ დრომდე გადახურვის გარეშეა დარჩენილი

313

წინა სტატია

გელათის ტაძარში ამ დროისთვის სამუშაოები არ მიმდინარეობს.  დასავლეთის მკლავზე დროებითი სახურავის გარეშე დარჩენილი ნაწილი, ნალექის პირდაპირი ზემოქმედების ქვეშაა. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.

ადგილზე იმყოფებიან ორგანიზაციის “ევროპა ჩვენი სახლია” წევრები. მათი თქმით, არსებულ ვითარებაში აუცილებელია, გელათის პრობლემის ლოკალიზება და შემდგომ უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით ამ პრობლემის გადაწყვეტა.

“ახალი კომპანია ამ საქმეს თავს გაართმევს, მეტიც არსებობს კავშირი, კომპანია “ბაგინეთი +”-სა და პროექტის ავტორებს შორის”,- აცხადებს ორგანიზაციის წარმომადგენელი თორნიკე ბარათაშვილი.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინსპექტორების წარმომადგენელი ზაზა ჩხიკვაძის თქმით კი,  დღეს დასავლეთის მკლავზე, განახლდება სამუშაოები რომელიც  სავარაუდოდ, დღესვე დასრულდება.

მისივე თქმით, ტაძარს და ფრესკებს საფრთხე არ ემუქრება.

ადგილზე სპეციალურ ტექნიკას ელოდებიან, რომლითაც ქარის შედეგად დაზიანებული სამი თუნუქის ფურცელი თავიდან უნდა დაამაგრონ.

შეგახსენებთ, გელათში დროებითი გადახურვის ნაწილი უხვი ნალექის შედეგად ორი დღის წინ დაზიანდა. სამუშაოებში ალპინისტები ჩაერთნდნენ. ასევე შეიცვალა კომპანია, რომელიც სამუშაოებს შეასრულებს. სააგენტომ ხელშეკრულება “ბაგინეთი +” -თან გააფორმა. ხოლო კომპანიები, რომლებიც სამუშაოებს აქამდე ასრულებდნენ, დაჯარიმდნენ.