გორში, მრავალბინიანი კორპუსების ფასადებს რეაბილიტაცია წელსაც ვერ ჩაუტარდებათ. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
სტალინის გამზირზე მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია გასულ წელს დაიგეგმა. გორის მერია ამისთვის მილიონ ლარზე მეტის დახარჯვას აპირებდა. სამუშაოებისთვის შესაბამისი ტენდერიც იყო გამოცხადებული, თუმცა მასში მონაწილეობის სურვილი არავინ გამოთქვა.
მერია ქალაქში, სულ 29 საცხოვრებელი კორპუსის ფასადის რეაბილიტაციას გეგმავდა.
ტენდერის ჩაშლის შემდეგ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ფასადების რეაბილიტაციის გეგმა დროებით შეაჩერა და ხელახალი ტენდერი აღარ გამოუცხადებია.
ინფორმაციისთვის, აღნიშნული ფასადების რეაბილიტაციის გეგმის შესახებ ცნობილი 2019 წელს გახდა, მაშინ მერიაში ამბობდნენ, რომ პროექტი დამუშავების პროცესში იყო.