ბარცხანის ხიდის რეაბილიტაციის თარიღი კვლავ უცნობია

426

ბარცხანის ხიდი კვლავ ავარიულია. ხიდზე ორმულების გამო გადაადგილება კარგ ამინდშიც გართულებულია. თოვლის გამო კი ვითარება კიდევ უფრო დამძიმდა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

დაზიანებულია ხიდის ბურჯები და სავალი ნაწილი. სამჯერ გამოცხადებული და არ შემდგარი ტენდერის შემდეგ უცნობია მერია ახალ ტენდერს როდის გამოაცხადებს.

როგორც ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურში ამბობენ, პროექტი უკვე შეძენილია. ამბობენ, რომ დეტალები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. გასულ წელს სატენდერო თანხა 1 690 100 ლარი იყო. სამუშაოების დასრულების ვადად კი, 2021 წლის 1 ნოემბერი იყო განსაზღვრული, მაგრამ ტენდერი მესამედაც არ შედგა, მანამდე 2019 წელს ორჯერ გამოაცხადა ტენდერი – საწყისი თანხა 778 140 ლარი იყო, თუმცა მონაწილეობა არავინ მიიღო. მერიამ ბარცხანის ხიდის სარეაბილიტაციო პროექტში, 2016 წელს 25 ათას ლარად შეისყიდა, მოგვიანებით კი მასში ცვლილებები შეიტანეს.