კახეთის 10 დასახლებაში მოსახლეობას მიწის ნაკვეთის დარეგისტრირება უფასოდ შეეძლება

441

საჯარო რეესტრი კახეთის რეგიონის 10 დასახლებაში უფასოდ აზომავს და დაარეგისტრირებს ყველა მიწის ნაკვეთს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში აცხადებენ, რომ 18 იანვრიდან დაიწყი მიწის სისტემური რეგისტრაციის ახალი ეტაპი. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.

“რეგისტრაციის პირველ ფაზაში პროექტის საველე საკადასტრო აზომვითი სამუშაოები განხორციელდება. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებში: ქ. საგარეჯო; ნინოწმინდა; წყაროსთავი; გიორგიწმინდა; დუზაგრამა; იორმუღანლო; ლამბალო; თულარი; ყანდაურა; შიბლიანი.

პროექტი მოსახლეობას აძლევს შესაძლებლობას, დაირეგისტრირონ კუთვნილი მიწის ნაკვეთი მარტივად, ყოველგვარი დანახარჯის გარეშე.

პროექტის ფარგლებში უფასოა ყველა სახის სარეგისტრაციო მომსახურება: უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების მოძიება და სისტემატიზება; საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის მომზადება; საკადასტრო მონაცემების ცვლილება; საჯარო რეესტრში მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია; საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის გარეშე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის დაზუსტება; ნოტარიუსის მიერ მხარეთა ხელმოწერების დამოწმება, დავების გადაწყვეტა (მედიაცია); თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება”,- აცხადებენ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში.