ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული კლუბების ხელმძღვანელების პოზიციაზე დასაქმებულია 10 პირი, რომლებმაც 2018-2019 წლებში ანაზღაურების სახით მიიღეს 52.6 ათასი ლარი. ორგანიზაციის საქმიანობის შესწავლის შედეგად კი გამოვლინდა, რომ აღნიშნული კლუბები არ ფუნქციონირებდა, - ამის შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშშია ნათქვამი. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ-ებში 2018-2019 წლებში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების სახით გაცემულია 9,183.7 ათასი ლარი, მთლიანი გადასახდელების 61%....
გურჯაანის მერია ვერ უზრუნველყოფს დასუფთავების მოსაკრებლის სათანადო ადმინისტრირებას და მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსს კარგავს, – ნათქვამია გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ. გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელები არიან როგორც ფიზიკური, ისევე იურიდიული პირები, ხოლო მოსაკრებლის განაკვეთი განსაზღვრულია: ერთ სულ მოსახლეზე 0.5 ლარი − თვეში, მაგრამ ოთხ და მეტსულიან ოჯახებზე, არა უმეტეს 2 ლარისა; იურიდიული პირების,...
ა(ა)იპ – ბორჯომის ცენტრალური (ისტორიული) პარკის ადმინისტრაციამ სათანადო დასაბუთების გარეშე მიიღო გადაწყვეტილება შეეჩერებინა პარკის ტერიტორიაზე არსებული აუზის ფუნქციონირება. შედეგად, ორგანიზაციამ 1,597.2 ათასი ლარის ღირებულების ქონება, რომლის შეკეთება, ექსპერტის დასკვნის მიხედვით, 27.3 ათას ლარს საჭიროებდა, 2017 წლიდან პრაქტიკულად მიატოვა, არ ხორციელდება მისი სათანადოდ მოვლაპატრონობა, რის გამოც ობიექტი ზიანდება. ამის შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშშია ნათქვამი. აუდიტის ნაგარიშში...
გურჯაანის მუნიციპალიტეტის რამდენიმე საბავშვო ბაღი მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტთან შეუსაბამო წყალს იყენებს, – ნათქვამია გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ. "2018-2019 წლებში გურჯაანის მუნიციპალიტეტმა „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლიდან, წყლის მომარაგების სისტემების მშენებლობასა და რეაბილიტაციაზე 2,598.4 ათასი ლარი დახარჯა. ქალაქ გურჯაანის წყალმომარაგება ხორციელდება შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ. დანარჩენი დასახლებული პუნქტებისათვის წყლის სისტემების მოვლა-პატრონობა და მისი...
მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, რომ ბაღდათის საკრებულოს უმრავლესობას დეპუტატები ტოვებენ, სიმართლეს არ შეესაბამება, - ნათქვამია ბაღდათის საკრებულოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. "დღეს, მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობას დეპუტატები ტოვებენ, სიმართლეს არ შეესაბამება. მაჟორიტარი დეპუტატები გაბრიელ ღიბრაძე, ზაზა ზივზივაძე და დიმიტრი კიკნაველიძე საკრებულოში წარმოდგენილი იყვნენ ფრაქცია "ქართული ოცნება მწვანეების“ სახით და მათივე განცხადების საფუძველზე, დატოვეს პარტია...
ბორჯომის მერიამ წყალმომარაგების სისტემაზე 2018-2019 წლებში 935.8 ათასი ლარი დახარჯა, მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს მიეწოდება ისეთი წყალი, რომელიც არ შეესაბამება მოქმედ სტანდარტებსა და ნორმებს,  – ამის შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშშია ნათქვამი. აუდიტის ჯგუფმა დაადგინა, რომ წყლის სისტემა 38 დასახლებული პუნქტიდან მოწყობილია 32 დასახლებაში, საიდანაც 30 სოფელს ა(ა)იპ – სოფლის წყალი ემსახურება, ხოლო ქალაქ ბორჯომისა და დაბა ბაკურიანის...
ამბულატორია, რომელსაც სამედიცინო პერსონალი არ ყავს გურჯაანის მერიამ 27 ათას ლარად გააარემონტა და ერთი წელია არ ფუნქციონირებს, – ნათქვამია გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ. "2019 წლის სექტემბერში მუნიციპალიტეტმა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შეისყიდა ერთ-ერთი სოფლის ამბულატორიის ნაწილობრივი რეაბილიტაციის სამუშაოები, ღირებულებით − 27.0 ათასი ლარი. პროექტის დათვალიერებით გამოვლინდა, რომ ობიექტი არ ფუნქციონირებს. კერძოდ, ამბულატორია დაკეტილია...
2018-2019 წლებში გურჯაანში დაგეგმილი პროექტები დროულად ვერ განხორციელდა, – ნათქვამია გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ. "სახელმწიფო ხაზინის მონაცემებზე დაყრდნობით, 2018-2019 წლებში მუნიციპალიტეტის შემოსულობებმა − 47,522.6 ათასი ლარი, ხოლო გადასახდელებმა − 46,998.1 ათასი ლარი შეადგინა. ინფორმაცია შემოსულობების, გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების შესახებ წარმოდგენილია ცხრილში.  ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების მიხედვით, 2018 წელს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობების გეგმა შესრულდა 102%-ით...
ბორჯომის მუნიციპალიტეტმა 5 ავტობუსის შესყიდვისას საქონლის ტექნიკური პარამეტრები განისაზღვრა ისე, რომ ერთი მიმწოდებელი აღმოჩენილიყო უპირატეს მდგომარეობაში. შედეგად, მერიამ ავტობუსები 410.8 ათასი ლარით (31%) მეტი გადაიხადა. ამის შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშშია ნათქვამი. აუდიტის ანგარიშში წერია, რომ 2018 წელს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესების მიზნით გადაწყვიტა, შეესყიდა 5 სამგზავრო ავტობუსი. სატრანსპორტო საშუალებების სავარაუდო ღირებულების დასადგენად, სამ პოტენციურ...
ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვასა და მართვაში არსებული ხარვეზების შედეგად, თელავის მუნიციპალიტეტმა 291 300 ლარი არაეფექტიანად დახარჯა, – ნათქვამია თელავის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ. "2018-2019 წლებში შესყიდული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის გამოყენებისა და შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტების ფუნქციონირების მიმართულებით, მუნიციპალიტეტის საქმიანობაში აღინიშნება ხარვეზები, კერძოდ: 2018-2019 წლებში მუნიციპალიტეტმა შეისყიდა 256.1 ათასი ლარის ღირებულების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია საუბნო გზების, საბავშვო ბაღების, სპორტდარბაზების,...
ბორჯომის მუნიციპალიტეტში სათანადოდ არ ფუნქციონირებს უკანონო მშენებლობების აღმოჩენისა და მათზე რეაგირების კონტროლის სისტემა. შედეგად, დაბა ბაკურიანში კერძო პირების მიერ მშენებლობების უკანონოდ წარმოება სისტემურ ხასიათს ატარებს. თავის მხრივ, მერია მშენებლების მიმართ არ ატარებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სათანადო ღონისძიებებს. ამის შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშშია ნათქვამი. ანგარიშში წერია, რომ ბაკურიანის ტერიტორიაზე სათანადო ნებართვის გარეშე მშენებლობების დაწყების საკითხი სისტემურ პრობლემას წარმოადგენს. დოკუმენტში...
თელავის მუნიციპალიტეტმა 2018-2019 წლებში ვერ უზრუნველყო ბიუჯეტით დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების დროულად განხორციელება და დააგროვა არსებითი მოცულობის ნაშთი, - ნათქვამია თელავის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ. "სახელმწიფო ხაზინის მონაცემებზე დაყრდნობით, 2018-2019 წლებში მუნიციპალიტეტის შემოსულობებმა − 60,872.3 ათასი ლარი, ხოლო გადასახდელებმა 56,482.1 ათასი ლარი შეადგინა. ინფორმაცია შემოსულობების, გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების შესახებ წარმოდგენილია ცხრილში. ორივე საანგარიშო წლისათვის მუნიციპალიტეტმა...
თელავის მუნიციპალიტეტი საბიუჯეტო რესურსების მნიშვნელოვან ნაწილს ხარჯავს წყლის სისტემების მოწყობასა და რეაბილიტაციაზე. მიუხედავად ამისა, სოფლის მოსახლეობას წყალი გრაფიკით მიეწოდება, - ნათქვამია თელავის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში. ამასთანავე, აუდიტის მიხედვით, მუნიციპალიტეტს უმრავლეს შემთხვევაში მიეწოდება ტექნიკური წყალი. პრობლემა სისტემურია, თუმცა მერიას მისი მოგვარების მიზნით, სათანადო ღონისძიებები არ გაუტარებია, მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია...
თელავის მერიამ ავტომობილის 70-ლიტრიან ავზში ერთჯერადად 110 ლიტრი საწვავი ჩაასხა, ნათქვამია თელავის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში. კერძოდ, აუდიტის სამსახურმა გამოავლინა, რომ რიგ შემთხვევებში, ავტოსატრანსპორტო საშუალებებში ერთჯერადად ჩასხმულია ავტომობილების ავზის მოცულობაზე მეტი ოდენობის საწვავი. „წარმოდგენილ დოკუმენტურ მასალებზე დაყრდნობით, 2018-2019 წლებში გამოვლინდა 5 ავტომანქანაზე ავტომობილის ავზის მოცულობაზე გადაჭარბებით საწვავის ჩასხმის 61 შემთხვევა. ამ ავტომანქანებზე ჯამურად სულ ჩასხმულია 4435 ლიტრი საწვავი....
"ბათომი“ და EMC ბულვარში სასტუმროს მშენებლობაზე გაცემულ ნებართვას ასაჩივრებენ და მშენებლობის დაუყოვნებლივ შეჩერებას ითხოვენ. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. "ჩვენმა ორგანიზაციამ საჩივარი შეიტანა სამინისტროში "ბათომის" სახელით. ვასაჩივრებთ იმას, რომ 2021 წლის 21 იანვარს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ დადებითი გადაწყვეტილება მიიღო 19 სართულიანი ნაგებობის მშენებლობაზე, იქ სადაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და  2018 წელს კომპანიას, მხოლოდ სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების  ნებართვა ჰქონდა. ჩვენი მოთხოვნაა,...
გორის საბავშვო ბაღებში წელს აღმზრდელობითი პროცესი 2021 წლის 1 მარტიდან დაიწყო. კორონავირუსის პანდემიის გამო, ყველა ბაღში, მუშაობა ერთი წელია შეჩერებული იყო. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. როგორ ემზადება წელს საბავშვო ბაღების სააგენტო ბავშვთა კვებისთვის? ამისათვის მონაცემები შევაგროვეთ. ირკვევა, რომ საბავშვო ბაღების სააგენტო რუსული წარმოების პროდუქტის დისტრიბუტორებთან თანამშრომლობაზე უარს არ ამბობს. თებერვალში, საბავშვო ბაღებში, მალფუჭებად პროდუქტს ,,სახანძრო ტექნიკი" მიიტანს, კერძოდ, მან...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ