აუდიტი: დაბა ბაკურიანში უკანონო მშენებლობები სისტემურ ხასიათს ატარებს

424

ბორჯომის მუნიციპალიტეტში სათანადოდ არ ფუნქციონირებს უკანონო მშენებლობების აღმოჩენისა და მათზე რეაგირების კონტროლის სისტემა. შედეგად, დაბა ბაკურიანში კერძო პირების მიერ მშენებლობების უკანონოდ წარმოება სისტემურ ხასიათს ატარებს. თავის მხრივ, მერია მშენებლების მიმართ არ ატარებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სათანადო ღონისძიებებს. ამის შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშშია ნათქვამი.

ანგარიშში წერია, რომ ბაკურიანის ტერიტორიაზე სათანადო ნებართვის გარეშე მშენებლობების დაწყების საკითხი სისტემურ პრობლემას წარმოადგენს.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2018-2019 წლებში მუნიციპალიტეტში სამშენებლო კომპანიების მიმართვის საფუძველზე, იდენტიფიცირებული და გამოვლენილია 35 სამშენებლო სამართალდარღვევის ფაქტი, მათგან, 14 პირის მიერ ჯარიმის სახით გადახდილია 177.0 ათასი ლარი, დანარჩენ შემთხვევაში მშენებლობები ან შეჩერებულია ან პროცესი მიმდინარეობდა აუდიტის პერიოდში.
უნებართვო მშენებლობებიდან 7 ობიექტი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლია ან/და მრავალფუნქციური კომპლექსი (სასტუმრო/საცხოვრებელი), მაგალითად: დაბა ბაკურიანში, „კოხტას ძირში“ 13 13.4 ათასი კვ.მ შენობა-ნაგებობების მშენებლობა დაწყებულია უნებართვოდ. მშენებლობის ნებართვის მიღება განხორციელდა მშენებლობის წარმოების პროცესში სამშენებლო სამუშაოების დასრულებისა და მუნიციპალიტეტში შესაბამისი საჯარიმო ქვითრის წარმოდგენის შემდგომ.

„გამომდინარე იქიდან, რომ პრობლემა სისტემურ ხასიათს ატარებდა აუდიტის მიმდინარეობისას, აუდიტის ჯგუფის შუამდგომლობის საფუძველზე, მერიის მონიტორინგისა და სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობის განყოფილების მიერ განხორციელდა დაბა ბაკურიანის შემოვლა. შედეგად, დამატებით გამოვლინდა 7 უნებართვო მიმდინარე მშენებლობა, ხოლო უშუალოდ აუდიტის ჯგუფის მიერ მერიის უფლებამოსილ პირებთან ერთად განხორციელებული დათვალიერებისას, დაბა ბაკურიანში, თრიალეთის ქუჩაზე არსებულ 14,339.0 კვ.მ მიწის ნაკვეთზე იდენტიფიცირებულ იქნა16 3,582.6 კვ.მ საერთო ფართის მრავალბინიანი შენობა-ნაგებობის უნებართვო მშენებლობის ფაქტი, რა დროსაც მიმდინარეობდა საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის დასრულების და მძიმე ტექნიკის გამოყენებით ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები.

„აღმოჩენილი უკანონო მშენებლობების მასშტაბიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურებს უნდა გამოევლინათ კანონდარღვევა და მოეხდინათ მასზე სათანადო რეაგირება. აღსანიშნავია, რომ აუდიტის მიმდინარეობის პერიოდში უკანონო მშენებლობის აღმოჩენის შემდგომ, კომპანიამ მშენებლობის ნებართვის მისაღებად განცხადებით მიმართა საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, სადაც „დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს“ მიერ მიმდინარე ეტაპზე საკითხი გადაწყდა უარყოფითად. აღსანიშნავია, რომ დაბა ბაკურიანის რწმუნებულის წერილობითი განმარტების მიხედვით, იგი პერიოდულად ახორციელებდა მის ადმინისტრაციულ საზღვრებში შემავალი ობიექტების მონიტორინგს და შესაბამისი სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, მიმართავდა მუნიციპალიტეტის ზზედამხედველობის სამსახურს. მიუხედავად მისი მიმართვისა, მერიის შესაბამისი სამსახური არანაირ რეაგირებას არ ახდენდა გამოვლენილ სამართალდარღვევაზე,“- წერს აუდიტი.

აუდიტის რეკომენდაციაა, რომ მშენებლობებზე საჯარო კონტროლის სათანადოდ განხორციელების მიზნით, მერიამ დანერგოს კონტროლის დამატებითი მექანიზმები, ასევე შეიმუშაოს სათანადო პროცედურები, რაც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უნებართვო მშენებლობების დროულ გამოვლენას და შესაბამისად, სამართალდარღვევების პრევენციას, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სამშენებლო სივრცის დაგეგმარებასთან და განვითარებასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ შემუშავებული პრინციპების სათანადოდ დაცვას. მერიამ ასევე გამოავლინოს ის პასუხისმგებელი პირები, რომელთა კომპეტენციასაც განეკუთვნება უნებართვო მშენებლობების გამოვლენა-რეაგირება და მათ მიმართ გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.