მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, რომ ბაღდათის საკრებულოს უმრავლესობას დეპუტატები ტოვებენ, სიმართლეს არ შეესაბამება, – ნათქვამია ბაღდათის საკრებულოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
“დღეს, მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობას დეპუტატები ტოვებენ, სიმართლეს არ შეესაბამება.
მაჟორიტარი დეპუტატები გაბრიელ ღიბრაძე, ზაზა ზივზივაძე და დიმიტრი კიკნაველიძე საკრებულოში წარმოდგენილი იყვნენ ფრაქცია “ქართული ოცნება მწვანეების“ სახით და მათივე განცხადების საფუძველზე, დატოვეს პარტია “მწვანეები” და არა “ქართული ოცნება”. (ისინი რეალურად პარტია ქართულ ოცნებას არ წარმოადგენდნენ, იყვნენ კოალიციაში შემავალი პარტია “მწვანეების“ წევრები)
ასევე, პარასკევს საკრებულოს სხდომაზე, მათივე განცხადების საფუძველზე, ახალი ფრაქციია სახელწოდებით “ქართული ოცნება- ბაღდათელები მომავლისათვის“ დამტკიცდა.
ამჯერად, აღნიშნული დეპუტატები ფრაქცია “ქართული ოცნება-ბაღდათელები მომავლისათვის“ წარმოადგენენ”, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს ტელეკომპანი “მთავარის” ეთერში გავიდა სიუჟტი, სადაც ნათქვამი იყო, რომ ფრაქცია “ქართულ ოცნებას” ბაღდათის საკრებულოს წევრები ტოვებდნენ.