video
ქალაქ გურჯაანში ნონეშვილის ქუჩაზე მდებარე ნაგვის ურნების ნაწილი დაზიანებულია. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს. დასუფთავების სამსახურში აცხადებენ, რომ მოქალაქეები საყოფაცხოვრებო ნარჩენებს ბუნკერის ნაცვლად, ამ პატარა ურნებში ყრიან, რის გამოც ზიანდება. მათივე თქმით, მისი შეცვლა უახლოეს მომავალში იგეგმება, თუმცა კონკრეტულად როდის, ამაზე პასუხი არ აქვთ.
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ გორში, სასკოლო ასაკის ბავშვებისათვის ალტერნატიული ჯგუფი ამოქმედდა. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება აჭარის უმაღლეს საბჭოში ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარმა დეპუტატმა ფრიდონ ფუტკარაძემ და შუახევის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ომარ ტაკიძემ გახსნეს. აჭარის უმაღლესი საბჭოს ცნობით, სოფლის საჯარო სკოლაში საუკეთესო პირობებია შექმნილი ჯგუფის გამართული ფუნქციონირებისა და სააღმზრდელო პროცესისთვის, დაცულია სამედიცინო პროტოკოლი. შუახევში დღეისათვის 9 ალტერნატიული ჯგუფი და 13 საბავშვო ბაღი...
გორის მერია "ლექსუსის'' 2 ჯიპის შესაკეთებლად 14 ათასი ლარს ხარჯავს. აქედან, ყველაზე მეტად დაზიანებულია lexus RX 330, რომელსაც შესაცვლელი აქვს უკანა ბამპერი, ასევე, ცვლიან ამურტიზატორებს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს. ხარჯთაღრიცხვაში აღნიშნულია ისიც, რომ დაზიანებულია სამუხრუჭე ხუნდები, საავარიო ბალიშები და ა.შ. დაზიანებულია საწვავის ავზი. სატენდერო დოკუმენტაციაში არაა მითითებული მანქანის სახელმწიფო ნომერი. გამარჯვებული კომპანია ვალდებულია მხოლოდ ამ მარკის მანქანა შეაკეთესოს....
საპილოტე პროექტის ფარგლებში, ჭავჭავაძის გამზირის შემდეგ, მიწისქვეშა ნაგავშემკრები  კონტეინერები ყიფშიძის ქუჩაზე დამონტაჟდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერები არის წყალგამძლე, შედგება ბეტონის ბუნკერისა და უსაფრთხოების პლატფორმისგან. კონტეინერი ასევე, აღჭურვილია ხუფით ფეხით მოსიარულეთათვის და ავსების სენსორით, რაც ექსპლუატაციის პროცესში, გარემოსა და ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედების თავიდან აცილების შესაძლებლობას უზრუნველყოფს. „კონტეინერების მოცულობა, რაოდენობა და განთავსების ადგილები, მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურებისა და კომპანია „სისტრას“ მონაწილეობით, კონკრეტულ ადგილზე არსებული...
გორის მერია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ 39 სხვადასხვა ობიექტს ასხვისებს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. საკრებულოს შესაბამისი დადგენილებიდან ირკვევა, რომ მერიას არ აქვს დაგეგმილი უძრავი ქონების საპრივატიზაციო ნუსხაში დასამატებლად წარმოდგენილი ობიექტების რაიმე მიზნით გამოყენება, ხოლო ამ ტერიტორიების პრივატიზების შედეგად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი შეივსება მათი ღირებულების შესაბამისი თანხით. აქედან გამომდინარე გორის მუნიციპალიტეტის მერია საკრებულოს აღნიშნული ობიექტების პრივატიზაციაზე თანხმობას სთხოვს.  
მარნეულში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე არხზე სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდა. რამდენიმე კვირის განმავლობაში ე.წ „გარა არხის“ სარემონტო სამუშაოები გაჩერდა. ვითარებით შეწუხებული იყო მიმდებარე ტერიტორიის სამი საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობა. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს. პროექტის ფარგლებში გაიწმინდება მაგისტრალური არხი, მოეწყობა რკინაბეტონის კვეთი და ჩანაცვლდება არსებული ღობე. როგორც რადიო „მარნეულს“ საქართველოს მელიორაციის, ხრამი–დებედას სერვის ცენტრის უფროსმა ალექსანდრე შუკაკიძემ უთხრა, სამუშაოებს არა მელიორაციის სამსახური, არამედ, ტენდერში...
ახალციხეში ინტერმუნიციპალური ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობის საკითხი კვლავ გაურკვეველია. მუნიციპალური განვითარების ფონდში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე დამტკიცებული პროექტების ნუსხაში თავშესაფრის მშენებლობა გათვალისწინებული არ არის. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. „გაცნობებთ, რომ სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით მომზადებულ იქნა ახალციხის ცხოველთა თავშესაფრის საპროექტო დოკუმენტაცია. პროექტის თანახმად, თავშესაფარი გათვლილია 250 ძაღლზე (250 ზაფხულის ვოლიერი, 250 ზამთრის ვოლიერი), პროექტით დამატებით განსაზღვრულია სხვადასხვა სივრცეების...
საბურთალოს რაიონში, ტყვარჩელის ქუჩა N5-ში, სადაც ე.წ ბარაკების ტიპის საცხოვრებელი სახლების დემონტაჟი განხორციელდა, სკვერის მოწყობა მიმდინარეობს. გამგეობის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, 1 300 კვ.მ ფართობზე გამწვანების სამუშაოები ტარდება. ტერიტორიაზე მოეწყო სარწყავი სისტემა, ირგვება სხვადასხვა სახის ხე-მცენარეები და იგება რულონური ბალახი. აგრეთვე, სკვერში LED განათების სისტემა დამონტაჟდა და ყველა შესაბამისი ინვენტარი განთავსდება. „სპორტის სასახლის მიმდებარედ, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. ე.წ ბარაკების ადგილას კორპუსის...
მთაწმინდის რაიონში რამდენიმე მისამართზე ამორტიზებული ლიფტების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. კერძოდ, გამგეობის ცნობით, ჟვანიას ქუჩა N2ა-ში, ვ. ბარნოვის ქ. N71-ში და პ. მელიქიშვილის ქუჩა N6-ში ამორტიზებული ლიფტები კაპიტალურად რეაბილიტირდა. "პროექტის ფარგლებში, სამივე ლიფტში ახალი კაბინები დამონტაჟდა, შეიცვალა ამწე მექანიზმი, ასევე, მართვისა და უსაფრთხოების ახალი სისტემა მოეწყო. რეაბილიტირებული ლიფტებით 100-ზე მეტი ოჯახი სარგებლობს. სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 54 513 ლარია. პროექტი მთაწმინდის რაიონის გამგეობის დაფინანსებით შესრულდა",...
ქალაქ ბათუმის N16 საჯარო სკოლის შენობის ტექნიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, მოსწავლეთა და სკოლაში დასაქმებულ პირთა უსაფრთხოების მიზნით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება დროებით სასწავლო პროცესის დისტანციურ ფორმატში გაგრძელებასთან დაკავშირებით, - აცხადებენ აჭარის მთავრობაში. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ბათუმის N16 სკოლის ადგილზე ახალი სკოლა აშენდება. მისივე თქმით,  უახლოეს პერიოდში დაიწყება საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებისთვის საჭირო შესაბამისი პროცედურები. ,,ბათუმის N16 საჯარო სკოლასთან დაკავშირებით მიღებულ...
დიდუბის რაიონის გამგეობა გორის ქუჩა N4-ში ორსართულიან საცხოვრებელ სახლს ამაგრებს. აღნიშნულ მისამართზე 14 ოჯახი ცხოვრობს. პროექტის მიხედვით, შენობის საძირკველი და მზიდი კედლები მონოლითური რკინა-ბეტონით გამაგრდება. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება აივნებს და შეიცვლება დაზიანებული კარ-ფანჯარა. "პროექტი „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება. შენობის კაპიტალური გამაგრების სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 239 988 ლარია გამოყოფილი", - განმარტავენ გამგეობაში.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, COVID-19-ის წინააღმდეგ ვაქცინაციის პროცესში, შესაძლოა, ქრონიკული დაავადების მქონე პირების ჩაერთონ. „დიალიზზე მყოფი და ორგანოგადანერგილი პირები უკვე ჩართული არიან პროგრამაში. არიან ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანები, რომელთაც ასაკის მიუხედავად სჭირდებათ ვაქცინაცია. ამ ჯგუფებზე ხვალ საბჭო იმსჯელებს და განსაზღვრავს, როდის ჩაერთვებიან აქტიურად ვაქცინაციის პროცესში“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ უწყებაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით,...
დღეს ეპიდემიური სიტუაცია უკიდურესად სარისკოა, ამდენად, ღამით მოძრაობის შეზღუდვა ერთ-ერთი ქმედითი მექანიზმია, რომელიც შემთხვევების უკონტროლო მატებისა და მობილობის კონტროლის საშუალებას გვაძლევს. ასე რომ, წმინდა ეპიდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ამ შეზღუდვის მოხსნა აბსოლუტურად გაუმართლებელია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. „ვფიქრობ, რომ სამოქალაქო საზოგადოება უნდა იყოს პირველი, რომელიც თავად დაუჭერს მხარს საზოგადოებაში ეპიდემიის გავრცელების რისკების შემცირებას“, - აღნიშნა თამარ...
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, თუ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით უკიდურესი აუცილებლობა არ დადგა, ბაღები და სკოლები არ დაიხურება. "ზოგადად, ბაღების და სკოლების დახურვა ძალიან რთული გადაწყვეტილებაა. ამდენად, თუ უკიდურესი აუცილებლობა არ დადგა ამისი, ვეცდებით, რომ დიდხანს შევინარჩუნოთ ბაღები და სკოლები. ბაღების და სკოლების რისკი მაღალია ეპიდემიის გავრცელების შემთხვევში, თუმცა გადაწყვეტილება ბაღების და სკოლების დახურვის არის ძალიან რთული და...
მთაწმინდის გამგეობამ, წავკისში, ალ. ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო. გამგეობის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, საგზაო ინფრასტრუქტურა 6 000 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდება. "ასევე, აღნიშნულ ტერიტორიაზე, მიმდინარეობს 350 გრძივი მეტრი ახალი სანიაღვრე არხის მოწყობა, რისი არარსებობის გამო, უამინდობის დროს, ქუჩებზე ნიაღვარი ღიად მოედინებოდა. უხვი ნალექი აფერხებდა საგზაო მოძრაობას და მოსახლეობის კომფორტულ გადაადგილებას", - განმარტავენ გამგეობაში. საგზაო სამუშაოებს კომპანია „პარმა“ ახორციელებს. მისი ღირებულება დაახლოებით, 600 000 ლარია. „ჩვენ,...
ახალგაზრდობის სააგენტომ, „მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის“ რეფორმა მე–15 მუნიციპალიტეტში, დუშეთში დაიწყო, რაც ადგილობრივი ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემის შექმნას გულისხმობს. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ახალგაზრდობის სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის მერიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორუანდუმი გაფორმდა. „დუშეთი 30 მუნიციპალიტეტთაგან ერთ–ერთია, რომელშიც სააგენტომ „მუნიციპალური ახლაგაზრდული პოლიტიკის რეფორმა დაიწყო და მიზნად ისახავს, ადგილზე, ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემის შექმნას. რეფორმის ფარგლებში, სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის მერიის თანმშრომლობით ადგილზე ,,ახალგაზრდების გამოწვევების, საჭიროებების, რესურსებისა და ინტერესების“...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ