გორის მერია 39 ობიექტს ასხვისებს

811

გორის მერია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ 39 სხვადასხვა ობიექტს ასხვისებს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

საკრებულოს შესაბამისი დადგენილებიდან ირკვევა, რომ მერიას არ აქვს დაგეგმილი უძრავი ქონების საპრივატიზაციო ნუსხაში დასამატებლად წარმოდგენილი ობიექტების რაიმე მიზნით გამოყენება, ხოლო ამ ტერიტორიების პრივატიზების შედეგად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი შეივსება მათი ღირებულების შესაბამისი თანხით.

აქედან გამომდინარე გორის მუნიციპალიტეტის მერია საკრებულოს აღნიშნული ობიექტების პრივატიზაციაზე თანხმობას სთხოვს.