მარნეულში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე არხზე სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდა. რამდენიმე კვირის განმავლობაში ე.წ „გარა არხის“ სარემონტო სამუშაოები გაჩერდა. ვითარებით შეწუხებული იყო მიმდებარე ტერიტორიის სამი საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობა. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.
პროექტის ფარგლებში გაიწმინდება მაგისტრალური არხი, მოეწყობა რკინაბეტონის კვეთი და ჩანაცვლდება არსებული ღობე.
როგორც რადიო „მარნეულს“ საქართველოს მელიორაციის, ხრამი–დებედას სერვის ცენტრის უფროსმა ალექსანდრე შუკაკიძემ უთხრა, სამუშაოებს არა მელიორაციის სამსახური, არამედ, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ახორციელებს. მისი თქმით, სამუშოების დასრულების სავარაუდო დრო, 20 აპრილია.
პროექტის ღირებულება 576 000 ლარს შეადგენს.