COVID-19-ზე ასაკის მიუხედავად, შესაძლოა, ქრონიკული დაავადების მქონე პირებიც აიცრან

891

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, COVID-19-ის წინააღმდეგ ვაქცინაციის პროცესში, შესაძლოა, ქრონიკული დაავადების მქონე პირების ჩაერთონ.

„დიალიზზე მყოფი და ორგანოგადანერგილი პირები უკვე ჩართული არიან პროგრამაში. არიან ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანები, რომელთაც ასაკის მიუხედავად სჭირდებათ ვაქცინაცია. ამ ჯგუფებზე ხვალ საბჭო იმსჯელებს და განსაზღვრავს, როდის ჩაერთვებიან აქტიურად ვაქცინაციის პროცესში“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ უწყებაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალია. „შემდეგ ეტაპზე ვირუსის გავრცელების შემცირებაში ვაქცინაცია დაგვეხმარება. უკვე 20 ათასამდე ადამიანი დარეგისტრირდა, ვისაც ვაქცინის გაკეთება სურს, ხოლო აცრილთა რაოდენობა 12 ათასზე მეტია. ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალია. მეტი აქტივობაა თბილისში და ნაკლები რეგიონებში. ხვალაა დაგეგმილი ვაქცინაციის საბჭოს სხდომა, რომელიც კიდევ ერთხელ გადახედავს იმ სტრატეგიებს, რომლებსაც ჩვენ ვაქცინაციის პროცესში დღეს ვიყენებთ“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.