დიდუბის რაიონის გამგეობა გორის ქუჩა N4-ში ორსართულიან საცხოვრებელ სახლს ამაგრებს. აღნიშნულ მისამართზე 14 ოჯახი ცხოვრობს.
პროექტის მიხედვით, შენობის საძირკველი და მზიდი კედლები მონოლითური რკინა-ბეტონით გამაგრდება. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება აივნებს და შეიცვლება დაზიანებული კარ-ფანჯარა.
“პროექტი „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება. შენობის კაპიტალური გამაგრების სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 239 988 ლარია გამოყოფილი”, – განმარტავენ გამგეობაში.