გორის მერია “ლექსუსის” 2 ჯიპის შესაკეთებლად 14 ათასი ლარს ხარჯავს. აქედან, ყველაზე მეტად დაზიანებულია lexus RX 330, რომელსაც შესაცვლელი აქვს უკანა ბამპერი, ასევე, ცვლიან ამურტიზატორებს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.
ხარჯთაღრიცხვაში აღნიშნულია ისიც, რომ დაზიანებულია სამუხრუჭე ხუნდები, საავარიო ბალიშები და ა.შ. დაზიანებულია საწვავის ავზი.
სატენდერო დოკუმენტაციაში არაა მითითებული მანქანის სახელმწიფო ნომერი. გამარჯვებული კომპანია ვალდებულია მხოლოდ ამ მარკის მანქანა შეაკეთესოს. მისთვის მნიშვნელობა არ ექნება მანქანის ნომერს.
რაც შეეხება მეორე ჯიპს, lexus GX 47-ს, პირველთან შედარებით, მას მხოლოდ მცირე სახლის რეაბილიტაცია ჭირდება.