გურჯაანში, ნონეშვილის ქუჩაზე ნაგვის ურნები დააზიანეს

463

ქალაქ გურჯაანში ნონეშვილის ქუჩაზე მდებარე ნაგვის ურნების ნაწილი დაზიანებულია. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.

დასუფთავების სამსახურში აცხადებენ, რომ მოქალაქეები საყოფაცხოვრებო ნარჩენებს ბუნკერის ნაცვლად, ამ პატარა ურნებში ყრიან, რის გამოც ზიანდება.

მათივე თქმით, მისი შეცვლა უახლოეს მომავალში იგეგმება, თუმცა კონკრეტულად როდის, ამაზე პასუხი არ აქვთ.