მთაწმინდაზე ამორტიზებული ლიფტების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

952

მთაწმინდის რაიონში რამდენიმე მისამართზე ამორტიზებული ლიფტების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

კერძოდ, გამგეობის ცნობით, ჟვანიას ქუჩა N2ა-ში, ვ. ბარნოვის ქ. N71-ში და პ. მელიქიშვილის ქუჩა N6-ში ამორტიზებული ლიფტები კაპიტალურად რეაბილიტირდა.

“პროექტის ფარგლებში, სამივე ლიფტში ახალი კაბინები დამონტაჟდა, შეიცვალა ამწე მექანიზმი, ასევე, მართვისა და უსაფრთხოების ახალი სისტემა მოეწყო. რეაბილიტირებული ლიფტებით 100-ზე მეტი ოჯახი სარგებლობს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 54 513 ლარია. პროექტი მთაწმინდის რაიონის გამგეობის დაფინანსებით შესრულდა”, – განმარტავენ გამგეობაში.