ახალგაზრდობის სააგენტომ, „მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის“ რეფორმა მე–15 მუნიციპალიტეტში, დუშეთში დაიწყო, რაც ადგილობრივი ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემის შექმნას გულისხმობს.
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ახალგაზრდობის სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის მერიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორუანდუმი გაფორმდა.
„დუშეთი 30 მუნიციპალიტეტთაგან ერთ–ერთია, რომელშიც სააგენტომ „მუნიციპალური ახლაგაზრდული პოლიტიკის რეფორმა დაიწყო და მიზნად ისახავს, ადგილზე, ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემის შექმნას.
რეფორმის ფარგლებში, სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის მერიის თანმშრომლობით ადგილზე ,,ახალგაზრდების გამოწვევების, საჭიროებების, რესურსებისა და ინტერესების“ კვლევა ჩატარდება, როგორც თვისებრივი ისე რაოდენობრივი მეთოდოლოგიით, აღნიშულ კვლევას დაეფუძნება, ადგილზე ახალგაზრდული სტრატეგიის დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა.ხოლო, მუნიციპალიტეტებში ხარისხიანი და ქმედითი ახალგაზრდობის პოლიტიკის დოკუმენტებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავების მიზნით, სააგენტო შეიმუშავებს დოკუმენტების ხარისხის კრიტერიუმებს, სტანდარტებს, ფორმას, ფორმატსა და გაიდლაინს და შერჩეულ მუნიციპალიტეტებში დოკუმენტების შექმნის პროცესში ამ სტანდარტებით იხელმძღვანელებს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, „მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის“ ორგანიზაციული გაძლიერების უზრუნველსაყოფად, სააგენტო პროგრამის მონაწილე მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის საკითხებზე პასუხისმგებელი 2 თანამშრომელს, საგანმანათლებლო, კვალიფიკაციის ასამაღლებელ ონლაინ პლატფორმაში ჩართავს, რომლის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეები მიიღებენ ,,ახალგაზრდობის კოორდინატორის“ სერტიფიკატს.
ამასთან, აღნიშნული პროცესი უზრუნველყოფს ადგილზე მდგრადი ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემის შექმნას, ახალგაზრდების აქტიურ მონაწილეობას საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში და მათი პოტენაციალის სრულად რეალიზებას.