ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, თუ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით უკიდურესი აუცილებლობა არ დადგა, ბაღები და სკოლები არ დაიხურება.
“ზოგადად, ბაღების და სკოლების დახურვა ძალიან რთული გადაწყვეტილებაა. ამდენად, თუ უკიდურესი აუცილებლობა არ დადგა ამისი, ვეცდებით, რომ დიდხანს შევინარჩუნოთ ბაღები და სკოლები. […] ბაღების და სკოლების რისკი მაღალია ეპიდემიის გავრცელების შემთხვევში, თუმცა გადაწყვეტილება ბაღების და სკოლების დახურვის არის ძალიან რთული და თუ ამის უკიდურესი აუცილებლობა არ იქნება, ბაღებში და სკოლებში სასწავლო პროცესი გაგრძელდება აქტიური ტესტირებისა და სხვა წესების დაცვით”, — განაცხადა გაბუნიამ.