დღეს ეპიდემიური სიტუაცია უკიდურესად სარისკოა, ამდენად, ღამით მოძრაობის შეზღუდვა ერთ-ერთი ქმედითი მექანიზმია, რომელიც შემთხვევების უკონტროლო მატებისა და მობილობის კონტროლის საშუალებას გვაძლევს. ასე რომ, წმინდა ეპიდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ამ შეზღუდვის მოხსნა აბსოლუტურად გაუმართლებელია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
„ვფიქრობ, რომ სამოქალაქო საზოგადოება უნდა იყოს პირველი, რომელიც თავად დაუჭერს მხარს საზოგადოებაში ეპიდემიის გავრცელების რისკების შემცირებას“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.