წავკისში საგზაო ინფრასტრუქტურას აწესრიგებენ

538

მთაწმინდის გამგეობამ, წავკისში, ალ. ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო.

გამგეობის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, საგზაო ინფრასტრუქტურა 6 000 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდება.

“ასევე, აღნიშნულ ტერიტორიაზე, მიმდინარეობს 350 გრძივი მეტრი ახალი სანიაღვრე არხის მოწყობა, რისი არარსებობის გამო, უამინდობის დროს, ქუჩებზე ნიაღვარი ღიად მოედინებოდა. უხვი ნალექი აფერხებდა საგზაო მოძრაობას და მოსახლეობის კომფორტულ გადაადგილებას”, – განმარტავენ გამგეობაში.

საგზაო სამუშაოებს კომპანია „პარმა“ ახორციელებს. მისი ღირებულება დაახლოებით, 600 000 ლარია.

„ჩვენ, შემოერთებულ ტერიტორიებზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას აქტიურად განვაგრძობთ. აღნიშნულ მისამართზე, საავტომობილო გზა აქამდე არ იყო, რაც ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილებაში უშლიდა ხელს. პროექტი, მოქალაქეების განცხადების საფუძველზე ხორციელდება და სამუშაოების დასრულების შემდეგ, მათ არსებული პრობლემები მოუგავრდებათ“, – განაცხადა მთაწმინდის რაიონის გამგებელმა, დავით კირკიტაძემ.