დღეს, პარლამენტში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა გაიმართება.
სხდომა საკანონმდებლო ორგანოში 13:00 საათისთვის ჩაინიშნა.
სხდომაზე საგამოძიებო კომისიის სამოქმედო გეგმას შეიმუშავებენ და დაამტკიცებენ.
კომისიის პირველი საორგანიზაციო სხდომა 13 მაისს გაიმართა, სადაც კომისიის თავმჯდომარედ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გივი მიქანაძე აირჩიეს. დროებითი საგამოძიებო კომისიის მდივანი კი „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენელი დავით ზილფიმიანი გახდა.
კომისია პარლამენტის დადგენილებით 1-ელ აპრილს შეიქმნა. 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შემსწავლელ პარლამენტის დროებით საგამოძიებო...
დმანისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი განცხადებას ავრცელებს.
თეა ახვლედიანის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი დაპირისპირებაში გადაიზარდა, თუმცა მასზე ეთნიკურ ჭრილში საუბარი დაუშვებელია.
„მიუღებელია დღის განმავლობაში სხვადასხვა პირების მხრიდან გაჟღერებული გარკვეული შეფასებები, რაც მიზანმიმართულად თუ უნებლიეთ, შესაძლოა, აღნიშნული ინციდენტის ეთნიკურ ჭრილში წარმოჩენის მცდელობას ემსახურებოდეს.
მნიშვნელოვანია, რომ თითოეული მოქალაქე სიფრთხილით მოეკიდოს ისეთი...
მუნიციპალურმა ინსპექციამ დიდ დიღომში უკანონოდ აშენებული რამდენიმე ავტოფარეხის დემონტაჟი განახორციელა
თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ დიდ დიღომში, გიორგი ბრწყინვალეს ქ. N24-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ აშენებული რამდენიმე ავტოფარეხის დემონტაჟი განახორციელა.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, არაერთი მოქალაქის მომართვის საფუძველზე ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, სამშენებლო სამართალდარღვევის ხუთი ფაქტი გამოვლინდა, რომელზეც თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ რამდენიმე თვის წინ მოკვლევა დაიწყო.
მათივე ცნობით, მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ მისამართზე შენობა-ნაგებობები უნებართვოდ იყო განთავსებული. მუნიციპალურმა ინსპექციამ კანონის შესაბამისად,...
ქალაქ დმანისის შესასვლელთან ვითარება კვლავ დაძაბულია. რამდენიმე წუთის წინ ადამიანთა ერთი ჯგუფი ხელკეტებით გაუსწორდა ერთ-ერთ მოქალაქეს, რომელიც მსუბუქი მანქანით გადაადგილდებოდა. ჯოხებითა და ქვებით დააზიანეს მანქანაც.
როგორც ადგილზე მყოფი პირები აცხადებენ, მანქანას ეთნიკურად აზერბაიჯანელი მართავდა, რომელმაც აქციის მონაწილეებს უწმაწური სიტყვებით მიმართა და მასთან დაპირისპირებაც სწორედ აღნიშნულს მოჰყვა.
ადგილზე პოლიციაა მობილიზებული, მათ შორის ძალოვან უწყებას მუნიციპალიტეტისკენ მიმავალი გზა პოლიციის ავტობუსით აქვს გადაკეტილი.
შეგახსენებთ, დღეს, 17...
პრივატიზაცია დადებითი ტემპით მიდის, განსაკუთრებით ადგილობრივი ინვესტორები აქტიურობენ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. საუბარია მთავრობის პროგრამაზე „100 საპრივატიზაციო შეთავაზება ბიზნესს“.
„პრივატიზაცია მიმდინარეობს ძალიან დადებითი ტემპით, ძალიან მაღალია მოთხოვნა და ეს ირიბად მეტყველებს იმაზე, რომ ეკონომიკის გამოცოცხლება დაწყებულია. სხვაგვარად პრივატიზაციის მიმართ ასეთი მაღალი ინტერესი მიმართ არ იქნებოდა. განსაკუთრებით ადგილობრივი ინვესტორები აქტიურობენ და მზად არიან, სხვადასხვა...
წინა სტატია
შეიძლება არსებობდნენ ჯგუფები, რომლებიც დმანისში შექმნილი ვითარებით სპეკულირებენ, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „ქრონიკაში“ დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი ტატუაშვილმა განაცხადა.
„სამართალდამცველები იმიტომ არიან ჩართული ამ პროცესში, რომ დღევანდელი ინციდენტის ყველა დეტალი გამოიკვლიონ და ე.წ. წამქეზებელი უნდა იყოს დასჯილი. ვინაიდან, ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი, არ უნდა გადაიზარდოს უფრო დიდ კონფლიქტში, უნდა მოგვარდეს და უნდა დარეგულირდეს. მაშინ, როდესაც ამ კონფლიქტში...
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში ერთ-ერთ ქუჩას ნიკო სამადაშვილის სახელი მიენიჭება. ინიციატივა გორის მუნიციპალიტეტის მერს კონსტანტინე თავზარაშვილს ეკუთვნის
"ქუჩის სავარაუდო სიგრძე 200 მეტრია; ტერიტორიას ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ესაზღვრება" , - კკითხულობთ განკარგულების პროექტში.
აღნიშნულ ინიციატივას საკრებულო უახლოეს სხდომაზე განიხილავს.
ნიკო სამადაშვილი ქართველი პოეტია, რომელიც ხიდისთავში დაიბადა. მისი პირველი კრებული 1989 წელს გამოქვეყნდა. ცხოვრობდა და ასწავლიდა ბორჯომის რაიონის სოფელ სადგერის დაწყებით სკოლაში.
საქართველოს მთავრობამ აკვაკულტურის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების თაობაზე დადგენილება დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, დადგენილების პროექტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულ სააგენტოში მომზადდა და მისი მიზანია, აკვაკულტურის სექტორში წარმოებით დაინტერესებულ პირთათვის იმ დოკუმენტების ნუსხისა და ინფორმაციის განსაზღვრა, რომელიც აუცილებელია აკვაკულტურის ნებართვის გასაცემად.
„აღნიშნული დადგენილება უზრუნველყოფს საქართველოს შავი ზღვის კონტინენტური შელფის,...
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ სოფელ თამარისში ბიოგამწმენდი ნაგებობის მოწყობისთვის 317 716 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.
„პრექტის მიზანია სოფელ თამარისში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება. დღეისთვის თამარისის მოსახლეობა სარგებლობს ცენტრალიზებული საკანალიზაციო ქსელით, რომელიც მარტივი ტიპის სალექავით გადაიღვრება, რაც იწვევს ტერიტორიის ეკოლოგიურად დაბინძურებას“ - აღნიშნულია სატენდერო დოკკუმენტაციაში.
თამარისში ბიოგამწმენდი ნაგებობის მოწყობის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვისთვის გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა მსურველ პრეტენდენტებს 29 მაისიდან 3 ივნისის პერიოდში შეეძლებათ.
გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება...
წინა სტატია
გადაწყვეტილება სავარაუდოდ, უკავშირდება პარტიაში თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით კონსულტაციების დაწყებას, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე- სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ზუგდიდის მერის გადადგომასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, რაიმე სახის ზეწოლას მასზე გამორიცხავს.
"ეს გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, უკავშირდება პარტიაში თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით კონსულტაციების დაწყებას. მოგეხსენებათ, ჩვენ უკვე დავიწყეთ მსჯელობა მერობის მომავალ კანდიდატურებთან დაკავშირებით.
რაც შეეხება ზეწოლას, მე ამას გამოვრიცხავდი ორი მიზეზის გამო: პირველი - რა განმატებებიც...
წინა სტატია
ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის, შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, დმანისში ვითარება განმუხტულია და არავითარ გამოწვევას აღარ ელიან.
როგორც მან ჟურნალისტებთან განმარტა, ამჟამად მიმდინარეობს მიმდინარეობს შეხვედრები ქართული და აზერბაიჯანული თემის წარმომადგენლებთან, სულიერ ლიდერებთან და ახალგაზრდებთან რათა მოხდეს, ვითარების გაანალიზება და პრევენციული ზომების მიღება.
„დღეს, ამ წუთისთვის სიტუაცია განმუხტულია, არავითარი დაძაბულობა არ არის. გუშინდელ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და ამ დეტალებთან დაკავშირებით მე...
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლების, საქობოს და მაშნაარის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
ადგილობრივები მუნიციპალიტეტში 250 ჰექტარი ფართობის საძოვრების აუქციონზე გატანას აპროტესტებენ და ეკონომიკის სამინისტროსგან უკვე გამოცხადებული აუქციონის შეწყვეტას მოითხოვენ.
აქციის მონაწილეების განმარტებით, სოფელს საძოვარი საქონლის გამოსაკვებად სჭირდება, სხვაგვარად, ასობით ოჯახს შიმშილი უმუქრება.
მოსახლეობა მიიჩნევს, რომ ყველა ის ტერიტორია, რომელსაც სახელმწიფომ სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის სტატუსი მიანიჭა, გასხვისდება, ან მრავალწლიანი იჯარით,...
გორში მუნიციპალური ტრანსპორტი ფასიანი 20 მაისიდან გახდება. მგზავრობის ღირებულება 50 თეთრი იქნება.
როგორც ცნობილია, მგზავრები გადახდას შეძლებენ, როგორც ქალაქის სატრანსპორტო ბარათით, ასევე, თიბისის ნებისმიერი საკრედიტო/სადებეტო ბარათით.
"ქალაქის სატრანსპორტო ბარათის აღება შესაძლებელია გორის თიბისის ფილიალებში, ასევე, „სპარის" და „დეილის" ქსელურ მარკეტებში. სატრანსპორტო ბარათის ღირებულება შეადგენს 2 ლარს და მისი შევსება შესაძლებელია თიბისი ფეის სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით" , - განმარტავენ ბანკში.
მუნიციპალური ტრანსპორტი გორში 8 თებერვლიდან ამუშავდა...
გორში წმინდაწყლის დასახლებაში არსებული ყოფილი საავადმყოფოს შენობა ვერ გაიყიდა. მერიამ შენობა აუქციონზე 2-ჯერ გაიტანა, თუმცა ყიდვით არავინ დაინტერესდა.
უწყების განმარტებით, იმის გამო, რომ აუქციონი 2-ჯერ ჩავარდა, შენობას ფასი დააკლდება.
"დააკლდება ფასი და აუქციონი ხელახლა გამოცხადდება" , - ამბობენ მერიაში.
შენობის საწყისი ფასი აუქციონზე 930 000 ლარი იყო.
თელავში წარმოებული წვენი ,,ალალი” ყაზახეთსა და ერაყში გაიყიდება. კომპანიაში აცხადებენ, რომ ქართული ნატურალური წვენი პროდუქცია უკვე აშშ-ი, კანადასა და უკრაინაში უკვე იყიდება. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
კომპანიის დამფუძნებელი გოჩა ღვინეფაძე აცხადებს, რომ ქართული წვენების სატესტო პარტია ყაზახეთსა და ერაყში უკვე გავიდა.
“ჩვენი პროდუქცია უკვე გადის აშშ-ში, კანადასა და უკრაინაში. გარდა ამისა, გავაფორმეთ შეთანხმება და წვენების პირველი პარტია უკვე ჩავიდა ყაზახეთსა და...
საღამოსთვის ყველაფერი იქნება დალაგებული - ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ის, რაც მოხდა, არასწორი იყო, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან დმანისში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.
როგორს სუბარი განმარტავს, ამ დროისთვის ადგილზე მშვიდი ვითარებაა.
“გუშინ ყოფით ნიადაგზე იყო კონფლიქტი, რომელსაც ძალიან ცუდი ესკალაცია მოჰყვა. ამ ესკალაციაში ძალიან ბევრი ადამიანი მონაწილეობდა. ვხვდებით ყველა მხარეს, სიტუაცია დამშვიდებულია, კიდევ უფრო დამშვიდდება. წუხანდელ ინციდენტთან დაკავშირებით ყველა...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!






































