მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ სოფელ თამარისში ბიოგამწმენდი ნაგებობის მოწყობისთვის 317 716 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.
„პრექტის მიზანია სოფელ თამარისში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება. დღეისთვის თამარისის მოსახლეობა სარგებლობს ცენტრალიზებული საკანალიზაციო ქსელით, რომელიც მარტივი ტიპის სალექავით გადაიღვრება, რაც იწვევს ტერიტორიის ეკოლოგიურად დაბინძურებას“ – აღნიშნულია სატენდერო დოკკუმენტაციაში.
თამარისში ბიოგამწმენდი ნაგებობის მოწყობის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვისთვის გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა მსურველ პრეტენდენტებს 29 მაისიდან 3 ივნისის პერიოდში შეეძლებათ.
გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 90 კალენდარულ დღეში შეასრულოს.