გორში წმინდაწყლის დასახლებაში არსებული ყოფილი საავადმყოფოს შენობა ვერ გაიყიდა. მერიამ შენობა აუქციონზე 2-ჯერ გაიტანა, თუმცა ყიდვით არავინ დაინტერესდა.
უწყების განმარტებით, იმის გამო, რომ აუქციონი 2-ჯერ ჩავარდა, შენობას ფასი დააკლდება.
“დააკლდება ფასი და აუქციონი ხელახლა გამოცხადდება” , – ამბობენ მერიაში.
შენობის საწყისი ფასი აუქციონზე 930 000 ლარი იყო.