თელავში წარმოებული წვენი ყაზახეთსა და ერაყში გაიყიდება

853

თელავში წარმოებული წვენი ,,ალალი” ყაზახეთსა და ერაყში გაიყიდება. კომპანიაში აცხადებენ, რომ ქართული ნატურალური წვენი პროდუქცია უკვე აშშ-ი, კანადასა და უკრაინაში უკვე იყიდება. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

კომპანიის დამფუძნებელი გოჩა ღვინეფაძე აცხადებს, რომ ქართული წვენების სატესტო პარტია ყაზახეთსა და ერაყში უკვე გავიდა.

“ჩვენი პროდუქცია უკვე გადის აშშ-ში, კანადასა და უკრაინაში. გარდა ამისა, გავაფორმეთ შეთანხმება და წვენების პირველი პარტია უკვე ჩავიდა ყაზახეთსა და ერაყში. ასევე, ახლა გაერთიანებულ ემირატებთან ვაწერთ ხელს ხელშეკრულებას, ჩვენი პარტნიორები აქ არიან და მალე “ალალი” ექსპორტზე ემირატებშიც გავა”, – განაცხადა გოჩა ღვინეფაძემ.

ქართული ნატურალური ხილის წვენების მწარმოებელი კომპანია „აჩინებულის“ საწარმო თელავში მდებარეობს. ის „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა და 2019 წლის ზაფხულიდან ამოქმედდა. საწარმოში ჯამში 2,8 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.