თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ დიდ დიღომში, გიორგი ბრწყინვალეს ქ. N24-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ აშენებული რამდენიმე ავტოფარეხის დემონტაჟი განახორციელა.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, არაერთი მოქალაქის მომართვის საფუძველზე ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, სამშენებლო სამართალდარღვევის ხუთი ფაქტი გამოვლინდა, რომელზეც თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ რამდენიმე თვის წინ მოკვლევა დაიწყო.
მათივე ცნობით, მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ მისამართზე შენობა-ნაგებობები უნებართვოდ იყო განთავსებული. მუნიციპალურმა ინსპექციამ კანონის შესაბამისად, მათი დემონტაჟი მოახდინა.