გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში ერთ-ერთ ქუჩას ნიკო სამადაშვილის სახელი მიენიჭება. ინიციატივა გორის მუნიციპალიტეტის მერს კონსტანტინე თავზარაშვილს ეკუთვნის
“ქუჩის სავარაუდო სიგრძე 200 მეტრია; ტერიტორიას ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ესაზღვრება” , – კკითხულობთ განკარგულების პროექტში.
აღნიშნულ ინიციატივას საკრებულო უახლოეს სხდომაზე განიხილავს.
ნიკო სამადაშვილი ქართველი პოეტია, რომელიც ხიდისთავში დაიბადა. მისი პირველი კრებული 1989 წელს გამოქვეყნდა. ცხოვრობდა და ასწავლიდა ბორჯომის რაიონის სოფელ სადგერის დაწყებით სკოლაში.