დღეს, პარლამენტში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა გაიმართება.
სხდომა საკანონმდებლო ორგანოში 13:00 საათისთვის ჩაინიშნა.
სხდომაზე საგამოძიებო კომისიის სამოქმედო გეგმას შეიმუშავებენ და დაამტკიცებენ.
კომისიის პირველი საორგანიზაციო სხდომა 13 მაისს გაიმართა, სადაც კომისიის თავმჯდომარედ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გივი მიქანაძე აირჩიეს. დროებითი საგამოძიებო კომისიის მდივანი კი „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენელი დავით ზილფიმიანი გახდა.
კომისია პარლამენტის დადგენილებით 1-ელ აპრილს შეიქმნა. 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შემსწავლელ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას უფლებამოსილების 3-თვიანი ვადა 17 მაისს ეწურებოდა, თუმცა, მას ვადა პარლამენტმა ერთი თვით გაუხანგრძლივა.