გადაწყვეტილება სავარაუდოდ, უკავშირდება პარტიაში თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით კონსულტაციების დაწყებას, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე- სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ზუგდიდის მერის გადადგომასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, რაიმე სახის ზეწოლას მასზე გამორიცხავს.
“ეს გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, უკავშირდება პარტიაში თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით კონსულტაციების დაწყებას. მოგეხსენებათ, ჩვენ უკვე დავიწყეთ მსჯელობა მერობის მომავალ კანდიდატურებთან დაკავშირებით.
რაც შეეხება ზეწოლას, მე ამას გამოვრიცხავდი ორი მიზეზის გამო: პირველი – რა განმატებებიც გააკეთა გეგა შენგელიამ თვითონ, ოფიციალურ ბრიფინგზე და მეორე – ის გახლავთ მოქალაქეების მიერ არჩეული პირი და თვითონ რომ არ მიეღო ასეთი გადაწყვეტილება, ვერანაირი ზეწოლით მას თანამდებობის დატოვებას ვერავინ აიძულებდა”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
დღეს, ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ თანამდებობა დატოვა.