ველური ბუნების სააგენტოს სპეციალისტებმა მდინარე ხობისწყლის შენაკადებში 50 000-მდე ლიფსიტი გაუშვეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მდინარის დათევზიანება ველური ბუნების სააგენტოსა და კომპანია შპს „ქართული საინვესტიციო ჯგუფი ენერიას“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მიმდინარეობს. მემორანდუმი მდინარე ხობისწყლის შენაკადების დათევზიანებას ითვალისწინებს. სააგენტომ, გაშვებული თევზების მეთვალყურეობისთვის, ფოტო-ვიდეო ხაფანგები დაამონტაჟა. მათივე ცნობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ადგილობრივი ფაუნისა...
ქუთაისში მეორე საერთაშორისო ფორუმი „ქალაქების პასუხი თანამედროვე გამოწვევებზე" ჩატარდა. როგორც ქუთაისის მერიაში აცხადებენ, ფორუმის მონაწილეებმა ქუთაისის ურბანულ, ტურისტულ პოტენციალზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ქუთაისი ასევე კარგი მაგალითია პანდემიის დროს წარმოქმნილი სხვადასხვა სირთულეების წარმატებულად მართვის კუთხით. „ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ ინფრასტრუქტურულმა პროექტებმა, რომელიც ქუთაისში ხორციელდება. უდავოა, რომ ქალაქს გააჩნია უზარმაზარი პოტენციალი და მას აქვს საშუალება იყოს ჰაბი და ცენტრი, როგორც ურბანული...
ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) „ჭკვიანი სოფლების“ კონცეფციის განვითარებისთვის საგრანტო კონკურსს აცხადებენ. განცხადების მიღების ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 10 ივლისი, 18 საათი. კონკურსის მიზანია პანდემიით გამოწვეული კრიზისის საპასუხო ღონისძიებების მხარდაჭერა საქართველოს სასოფლო დასახლებებში, რომლებიც პრაქტიკულ ზომებსა და ინოვაციებზე იქნება ორიენტირებული და ხელს შეუწყობს ახალი შესაძლებლობების გამოყენებას სამუშაო ადგილების შექმნისა და შემოსავლების ზრდის მიმართულებით მოწყვლადი ჯგუფების არსებითი ჩართვის გზით. „ჭკვიანი...
საპარლამენტო არჩევნების ანალოგიურად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღიც კანონით იქნება განსაზღვრული. “საარჩევნო კოდექსში“ ჩაიწერება, რომ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის მორიგი არჩევნები ტარდება მორიგი არჩევნების წლის ოქტომბრის პირველ შაბათს. ამ ჩანაწერის მიხედვით, 2021 წლის ადგილობრივი არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. როგორც “ქართული ოცნების“ დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განმარტა, წინადადება ადგილობრივი არჩევნების თარიღის კანონმდებლობით განსაზღვრის შესახებ სამუშაო ჯგუფში ოპოზიციის...
„ერთიანი საქართველოს“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საკრებულოების მაჟორიტარი წევრების ასარჩევად 40%-იანი ბარიერის დადგენა ოპოზიციური პარტიების აბსოლუტური უმრავლესობისთვის სიურპრიზი და ამავდროულად, მიუღებელია. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, თუ რომელიმე ოპოზიციური პარტია აღნიშნულ საკითხს ეთანხმება, ან ვითარებაში ვერ ერკვევა, ან „ქართულ ოცნებას“ ქულების ჩაწერაში ეხმარება. „ძალიან უცნაური იყო დღევანდელი გადაწყვეტილება 40%-იანი ბარიერის შემოტანასთან დაკავშირებით, საიდან ჩნდება ეს ციფრები, საერთოდ გაუგებარია. კიდევ უფრო...
ნურისა და არდაგანის ტბაზე წყალქვეშა და ზედაპირული გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბათუმის წყალი“ ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ტბის ეკოლოგიური მდგომარეობის უზრუნველსაყოფად, „ბათუმის წყლის“ მიერ გაწმენდითი სამუშაოები რეგულარულად ხორციელდება. მათივე ცნობით, ტბაში წყალმცენარეების დიდი რაოდენობით არსებობა ჟანგბადის მოცულობას ამცირებს და მის გადაჭარბებულ მოხმარებას იწვევს. ნურისა და არდაგანის ტბები 2008 წლის შემდგომ „ბათუმის წყლის“ დაქვემდებარებაშია.
ახალციხეში ორბელიანის და მანველიშვილის ქუჩების კვეთაზე, ცხაური თვეზე მეტია დაზიანებულია. ადგილობრივები ამბობენ, რომ სანიაღვრე არხში გამვლელები ნაგავს ყრიან. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. „ერთი თვეა ასე დაზიანებული, გამვლელები ნაგავს ყრიან და საშინელი სუნი დგება. ასფალტიც ნელ-ნელა ინგრევა. თქვენ თუ არ დაწერეთ ამას არავინ გააკეთებს“, - ამბობენ ორბელიანის მცხოვრებლები. ახალციხის მერიის განცხადებით, დაზიანებულ ცხაურს უახლოეს მომავალში შეცვლიან. „პრობლემა მერიის შესაბამის სამსახურს შესწავლილი აქვს და...
„ბათუმის ბულვარის“ ყოფილი დირექტორის სარჩელი ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა. ეს იმას ნიშნავს, რომ ზღვისპირა პარკის ხელმძღვანელის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის გამოცხადება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე აკრძალულია. ირაკლი ჯინჭარაძე დაკავებული თანამდებობიდან, მის მიერ გაკეთებული სკანდალური განცხადებების შემდეგ გაათავისუფლეს. იგი ზღვისპირა ზოლის გრძელვადიანი იჯარით სასტუმროსთვის გადაცემას ეწინააღმდეგებოდა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ამბობენ, რომ შრომითი დავის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ჯინჭარაძე პოსტს დაუბრუნდება.
სპეციალურად აღჭურვილი მიკროავტობუსებით სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას ჩვენ ადგილზე მივაწვდით ყველა იმ მომსახურებას, რომლის მიღებაც მათ იუსტიციის სახლებში შეუძლიათ, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა. „გაგაცნობთ ერთ სიახლეს - სულ მალე ჩვენ დავიწყებთ ახალ პროექტს, სახელწოდებით „მობილური იუსტიციის სახლი“, რაც გულისხმობს იმას, რომ სპეციალურად აღჭურვილი მიკროავტობუსებით სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას ჩვენ ადგილზე მივაწვდით ყველა იმ მომსახურებას, რომლის მიღებაც მათ იუსტიციის...
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავენ, რომ IDFI უარყოფითად აფასებს კორონავირუსის რეგულაციების დარღვევებზე დაანონსებულ ამნისტიას. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის განცხადებას „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ: „ 24 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განცხადა, რომ Covid რეგულაციების დარღვევისთვის გამოწერილ ჯარიმებზე ამნისტია გამოცხადდება. პრემიერ-მინისტრის განცხადების თანახმად, ჩამოწერილი იქნება ყველა ჯარიმა და შეწყდება ყველა მიმდინარე სისხლის სამართლებრივი დევნა. საქართველო კვლავ ებრძვის პანდემიას, ამ პროცესში შეზღუდვების კონსტიტუციის მოთხოვნების შესაბამისად...
გორის მუნიციპალიტეტის 14 სოფელში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ტენდერი გამოცხადდა. ადგილობრივი ხელისუფლება "სოფლის მხარდამჭერი პროგრამის" ფარგლებში გზების რეაბილიტაციას 171`805 ლარად გეგმავს. გზების მოწესრიგება დაგეგმილია, არბოში, ახალსოფელში, ტუსრევში, ყველაათუბანში, გაგლოაანთუბანში, ლევიტანაში, თხინალაში, ზემო ქსოვრისში, თერგვისში, ფუხაანთუბანში (ატენის გზის მოხრეშვა), ქვემო სობისში, ქვემო შავშვებში, ქორდასა და ხელთუბანში. ​სატენდერო პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღეში უნდა დაასრულოს.
გელათის სამონასტრო კომპლექსში მეორე დღეა იუნესკოს ექსპერტები მუშაობენ. ისინი ერთი კვირა დარჩებიან და ამ ხნის განმავლობაში სამონასტრო კომპლექსი დაიკეტილი იქნება. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს. როგორც ტაძრის წინამძღვარი იოსებ ბურჯანაძე აცხადებს, დროებითი შეზღუდვა უსაფრთხოებას და ექსპერტთა მშვიდ გარემოში მუშაობას უკავშირდება. ამ დრომდე უცნობია, ვინ არიან ექსპერტები, რომლებმაც გელათში ფრესკებისა და სახურავის დაზიანება უნდა შეისწავლონ. იოსებ ბურჯანაძის თქმით, ექსპერტთა ვინაობა მათივე მოთხოვნის გამო...
გორში, კომბინატის დასახლებაში არსებული ჩოგბურთის კორტების რეაბილიტაციისთვის საპროექტო- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესადგენად ტენდერი გამოცხადდა. გორის მუნიციპალიტეტის მერიამ მომსახურების შესასყიდად 7 350 ლარი გაითვალისწინა. სატენდერო პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ მომსახურების მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთ თვეში უნდა უნდა მოახდინოს. როგორც ცნობილია, ჩოგბურთის სათამაშო მოედნების და მათი ინფრასტრუქტურული ობიექტების სარეკონსტრუქციო-სარემონტო (კორტების, ტრიბუნების, გასახდელების, სველი წერტილების, ელექტროობის, გათბობის, საკანალიზაციო და წყალსადენის ქსელების მოწყობა და სხვა) სამუშაოებისათვის უნდა მომზადდეს დეტალური მუშა პროექტი, რათა...
2021 წლიდან ქუთაისის სოციალური საცხოვრისის ბენეფიციარები, თავშესაფარში ცხოვრების ხუთი წლის ნაცვლად, ორწლიანი უფლებით ისარგებლებენ. ინფორმაციას ქუთაისიპოსტი ავრცელებს. მერიამ მათთან უკვე გააფორმა ორწლიანი ხელშეკრულებები. ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ ეს ვადის ამოწურვის შემდეგ, მათი შენობიდან გაყვანას არ ნიშნავს, თუმცა, ახალი რეგულაციით, ყოველ ორ წელიწადში  ბენეფიციარების საცხოვრებელი პირობები გადამოწმებას დაექვემდებარება. დაჯამებული ქულების მიხედვით კი გადაწყდება დარჩებიან თუ არა ისინი საცხოვრისში. ასეთ ხელშეკრულებას ხელი  ბენეფიციარებმა...
საქართველოს საარჩევნო კოდექსში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გენდერული კვოტირების სისტემაში ცვლილებების შეტანა იგეგმება. დღეს, 24 ივნისს, საქართველოს პარლამენტი ცვლილებების პაკეტს, პლენალურ სხდომაზე, მეორე მოსმენით განიხილავს. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს. ცვლილების მიხედვით, მოახლოებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე პროპორციულ სიებში ყოველი მესამე პირი განსხვავებული სქესის წარმომადგენელი უნდა იყოს. ამ დრომდე, საარჩევნო კოდექსის მიხედვით, 2028 წლამდე გასამართ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე პროპორციულ სიებში ყოველი მეორე კანდიდატი...
რუსთავში მუნიციპალური ტრანსპორტის 13 ავტობუსში გათბობა-გაგრილების სისტემა არ ჩაირთო. როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ლელა ლუარსაბიშვილმა განუცხადა, ავტობუსებს ქარხნული წუნი აღმოაჩნდათ, რის გამოც არ ჩაირთო გათბობა-გაგრილების სისტემა. მისივე თქმით, ამ დროისთვის პრობლემა უკვე მოგვარებულია და თურქულმა კომპანიამ, რომლისაგანაც ავტობუსების შეძენა მოხდა, საგარანტიო პირობების თანახმად შეისწავლა აღნიშნული საკითხი და პრობლემა მოაგვარა. "ავტობუსების გათბობა-გაგრილების სისტემაში შეიქმნა პრობლემა....

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ