ნურისა და არდაგანის ტბაზე წყალქვეშა და ზედაპირული გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბათუმის წყალი“ ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ტბის ეკოლოგიური მდგომარეობის უზრუნველსაყოფად, „ბათუმის წყლის“ მიერ გაწმენდითი სამუშაოები რეგულარულად ხორციელდება.
მათივე ცნობით, ტბაში წყალმცენარეების დიდი რაოდენობით არსებობა ჟანგბადის მოცულობას ამცირებს და მის გადაჭარბებულ მოხმარებას იწვევს. ნურისა და არდაგანის ტბები 2008 წლის შემდგომ „ბათუმის წყლის“ დაქვემდებარებაშია.