მდინარე ხობისწყალი ნაკადულის კალმახის 50 000-მდე ლიფსიტით დათევზიანდა

501

ველური ბუნების სააგენტოს სპეციალისტებმა მდინარე ხობისწყლის შენაკადებში 50 000-მდე ლიფსიტი გაუშვეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მდინარის დათევზიანება ველური ბუნების სააგენტოსა და კომპანია შპს „ქართული საინვესტიციო ჯგუფი ენერიას“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მიმდინარეობს. მემორანდუმი მდინარე ხობისწყლის შენაკადების დათევზიანებას ითვალისწინებს.

სააგენტომ, გაშვებული თევზების მეთვალყურეობისთვის, ფოტო-ვიდეო ხაფანგები დაამონტაჟა.

მათივე ცნობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ადგილობრივი ფაუნისა სახეობათა მხარდაჭერისა და ბუნებაში აღდგენის პროექტს 2016 წლიდან ახორციელებს.

„სააგენტოს გეგმა წელიწადში ნახევარი მილიონი ლიფსიტის წარმოება და მდინარეების დათევზიანებაა. მსგავსი ტენდენცია ევროპის არაერთ ქვეყანაშია აქტუალური.

ნაკადულის ანუ მდინარის კალმახი 2006 წელს „წითელ ნუსხაში“ მოხვდა,“- ნათქვამია ინფორმაციაში.