იუსტიციის სახლის სერვისების მიღებას სოფლის მცხოვრებლები ადგილზე შეძლებენ

285

სპეციალურად აღჭურვილი მიკროავტობუსებით სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას ჩვენ ადგილზე მივაწვდით ყველა იმ მომსახურებას, რომლის მიღებაც მათ იუსტიციის სახლებში შეუძლიათ, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

„გაგაცნობთ ერთ სიახლეს – სულ მალე ჩვენ დავიწყებთ ახალ პროექტს, სახელწოდებით „მობილური იუსტიციის სახლი“, რაც გულისხმობს იმას, რომ სპეციალურად აღჭურვილი მიკროავტობუსებით სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას ჩვენ ადგილზე მივაწვდით ყველა იმ მომსახურებას, რომლის მიღებაც მათ იუსტიციის სახლებში შეუძლიათ. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული სახელმწიფო კიდევ უფრო მეტ ადამიანს მიაწვდის მომსახურებას, რომლითაც ისარგებლებენ როგორც საქართველოს მოქალაქეები, ასევე ჩვენი ქვეყნის სტუმრები“, – განაცხადა ბრეგაძემ.