„ბათუმის ბულვარის“ ყოფილი დირექტორის სარჩელი სასამართლომ დააკმაყოფილა

298

„ბათუმის ბულვარის“ ყოფილი დირექტორის სარჩელი ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა. ეს იმას ნიშნავს, რომ ზღვისპირა პარკის ხელმძღვანელის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის გამოცხადება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე აკრძალულია.

ირაკლი ჯინჭარაძე დაკავებული თანამდებობიდან, მის მიერ გაკეთებული სკანდალური განცხადებების შემდეგ გაათავისუფლეს. იგი ზღვისპირა ზოლის გრძელვადიანი იჯარით სასტუმროსთვის გადაცემას ეწინააღმდეგებოდა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ამბობენ, რომ შრომითი დავის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ჯინჭარაძე პოსტს დაუბრუნდება.