რუსთავში მუნიციპალური ტრანსპორტის 13 ავტობუსში გათბობა-გაგრილების სისტემა არ ჩაირთო

523

რუსთავში მუნიციპალური ტრანსპორტის 13 ავტობუსში გათბობა-გაგრილების სისტემა არ ჩაირთო. როგორც საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავს” რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ლელა ლუარსაბიშვილმა განუცხადა, ავტობუსებს ქარხნული წუნი აღმოაჩნდათ, რის გამოც არ ჩაირთო გათბობა-გაგრილების სისტემა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის პრობლემა უკვე მოგვარებულია და თურქულმა კომპანიამ, რომლისაგანაც ავტობუსების შეძენა მოხდა, საგარანტიო პირობების თანახმად შეისწავლა აღნიშნული საკითხი და პრობლემა მოაგვარა.

“ავტობუსების გათბობა-გაგრილების სისტემაში შეიქმნა პრობლემა. ამ ავტობუსებს მოყვება საგარანტიო პირობები. თურქულმა მხარემ შეისწავლა და საგარანტიოს ფარგლებში ეს პრობლემა მოგვარდა. ავტობუსებს ჰქონდათ ქარხნული წუნი, არ ჩაირთო და არ ამუშავდა გათბობა-გაგრილების სისტემა”,- განაცხადა ლელა ლუარსაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 40 ახალი მუნიციპალური ავტობუსი რუსთაველებს თებერვლის თვიდან ემსახურება.