გორის მუნიციპალიტეტის 14 სოფელში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ტენდერი გამოცხადდა. ადგილობრივი ხელისუფლება “სოფლის მხარდამჭერი პროგრამის” ფარგლებში გზების რეაბილიტაციას 171`805 ლარად გეგმავს.
გზების მოწესრიგება დაგეგმილია, არბოში, ახალსოფელში, ტუსრევში, ყველაათუბანში, გაგლოაანთუბანში, ლევიტანაში, თხინალაში, ზემო ქსოვრისში, თერგვისში, ფუხაანთუბანში (ატენის გზის მოხრეშვა), ქვემო სობისში, ქვემო შავშვებში, ქორდასა და ხელთუბანში.
სატენდერო პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღეში უნდა დაასრულოს.