“სანიაღვრე არხი ნაგვის ურნად იქცა”- ორბელიანის ქუჩის მცხოვრებლები

411

ახალციხეში ორბელიანის და მანველიშვილის ქუჩების კვეთაზე, ცხაური თვეზე მეტია დაზიანებულია. ადგილობრივები ამბობენ, რომ სანიაღვრე არხში გამვლელები ნაგავს ყრიან. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

„ერთი თვეა ასე დაზიანებული, გამვლელები ნაგავს ყრიან და საშინელი სუნი დგება. ასფალტიც ნელ-ნელა ინგრევა. თქვენ თუ არ დაწერეთ ამას არავინ გააკეთებს“, – ამბობენ ორბელიანის მცხოვრებლები.

ახალციხის მერიის განცხადებით, დაზიანებულ ცხაურს უახლოეს მომავალში შეცვლიან.

„პრობლემა მერიის შესაბამის სამსახურს შესწავლილი აქვს და უახლოეს პერიოდში გზების მოვლა-პატრონობის ფარგლებში მოხდება დაზიანების აღმოფხვრა“, – გვითხრეს მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.