გორში ჩოგბურთის კორტების რეაბილიტაცია იგეგმება

282

გორში, კომბინატის დასახლებაში არსებული ჩოგბურთის კორტების რეაბილიტაციისთვის საპროექტო- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესადგენად ტენდერი გამოცხადდა.

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ მომსახურების შესასყიდად 7 350 ლარი გაითვალისწინა. სატენდერო პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ მომსახურების მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთ თვეში უნდა უნდა მოახდინოს.

როგორც ცნობილია, ჩოგბურთის სათამაშო მოედნების და მათი ინფრასტრუქტურული ობიექტების სარეკონსტრუქციო-სარემონტო (კორტების, ტრიბუნების, გასახდელების, სველი წერტილების, ელექტროობის, გათბობის, საკანალიზაციო და წყალსადენის ქსელების მოწყობა და სხვა) სამუშაოებისათვის უნდა მომზადდეს დეტალური მუშა პროექტი, რათა შემდგომში ხარისხიანად და გეგმაზომიერად განხორციელდეს სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები.