გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციისა და შესყიდვების ხელმძღვანელის ყოფილმა მოადგილემ ოლეგ ხუბულურმა უწყებას სასამართლოში უჩივლა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. “გავასაჩივრე გორის მერიის გადაწყვეტილება ჩემი სამსახურიდან გაშვებასთან დაკავშირებით” , – ამბობს ოლეგ ხუბულური. ​საქმის განხილვას გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე დავით პაპუაშვილი 3 აგვისტოდან დაიწყებს. “რადიო მოზაიკას” წყაროს ცნობით, ოლეგ ხუბულური თანამდებობიდან დისციპლინური წარმოების შედეგად გაათავისუფლეს. როგორც რადიო “მოზაიკამ” გაარკვია, ხუბულურის მიმართ დისციპლინარული საქმის წარმოება...
რუსთავში 150 ბენეფიციარზე გათვლილი „აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ცენტრი“ შენდება. ამის შესახებ ინფორუსტავი წერს. მესხიშვილის ქუჩაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას, საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერი, ბავშვთა უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე დავით სერგეენკო, რუსთავისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე, პარლამენტის წევრი ალექსანდრე დალაქიშვილი, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა და მერის მოადგილე დავით იშხნელი გაეცნენ. „აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ცენტრის“ მშენებლობა...
„ქართულმა ოცნებამ“ მარნეულის მერობის კანდიდატად ქენან ომაროვი დაასახელა. "ქართული ოცნების" მარნეულის რაიონული ორგანიზაციის წინ გადაღებულ ფოტოს მარნეულსა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი, ზაურ დარგალი ავრცელებს და წერს, რომ ქენან ომაროვი მერობის კანდიდატია. ომაროვი მარნეულის მერის მოადგილეა. ის მანამდე მარნეულის რესურსცენტრს ხელმძღვანელობდა.
30 ივლისს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით კირკიტაძემ პარტიის ახალი წევრები წარადგინა. რაფი ორუჯოვი და აიაზ მამედოვი „ქართული ოცნებიდან“ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში გადავიდნენ. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს. „საჯარო სამსახურებშიც, „ქართულ ოცნებაში“, გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც დაძლიეს ბევრი ბარიერი და უკანასკნელმა მოვლენებმა ამ ადამიანებს გადააწყვეტინა დაეტოვებინათ საკმაოდ მაღალი სახელმწიფო თანამდებობები, რომლებიც ეკავათ და შეერთებოდნენ ნაციონალურ მოძრაობას“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ. რაფი ორუჯოვმა...
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში, “ქეცხურას უბნის” გზის გაგრძელების სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ტენდერი გამოცხადდა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.  ადგილობრივმა ხელისუფლებამ სამუშაოებისთვის 170 370 ლარი გაითვალისწინა. სატენდეროდ პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ გზის რეაბილიტაცია ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 თვეში უნდა დაასრულოს. ინფორმაციისთვის, აღნიშნულ უბანში გზის საფარის მრავალი წლის განმავლობაში მოუწესრიგებელი იყო.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, კორუფციულ ნიშნებს შეიცავს მუნიციპალიტეტის მიდგომა, რომლის მიხედვით, ტენდერებში მონაწილე კომპანიებს მხოლოდ საბანკო გარანტიის წარდგენა ევალებათ. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. ამის შესახებ მოსამართლეთა კოლეგიამ 2021 წლის მაისში იმსჯელა. სასამართლმ ძალაში დატოვა კონკურენციის სააგენტოს მიერ მიღებული დასკვნა, რომლის გაუქმება სასამართლოში ხაშურის მერიასთან ერთად, მოითხოვა საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, მუნიციპალური განვითარების ფონდმა და თბილისის მერიამ. როგორც ირკვევა, კონკურენციის სააგენტოს სადაზღვევო...
გორის ყოფილი მაჟორიტარის იოსებ მაკრახიძის კომპანიამ “იბოლია” მერიის ორ ტენდერში გაიმარჯვა. ხელშეკრულებების ჯამური ღირებულება 2 მილიონ ლარზე მეტია. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.  ორივე ტენდერში “იბოლია” ერთადერთი მონაწილე იყო. ერთ შემთხვევაში, საქმე ეხება გორში აღმაშენებლის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომლის ჩასატარებლადაც მერია მაკრახიძის კომპანიასთან 2 078 000 ლარიან ხელშეკრულებას გააფორმებს. თავდაპირველად, “იბოლიამ” 2 545 000 ლარად შესთავაზა მერიას ამ სამუშაოების ჩატარება, თუმცა რამდენიმე საათში კომპანიამ...
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდში სკვერი და ტრენაჟორები მოეწყობა. შესაბამისი ტენდერი ადგილობრივმა ხელისუფლებამ გამოაცხადა და სამუშაოებისთვის 30 370 ლარი გაითვალისწინა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. პროექტის მიხედვით სკვერის ტერიტორიაზე განთავსდება სკამები, სანათები და ტრენაჟორები. სატენდერო პირობებით, გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 დღეში უნდა დაასრულოს.
გაურკვეველი ვადით გადაიდო გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კოშკებში სასმელი წყლის პროექტის განხორციელება. კომპანია "ვექტორ სტუდიომ'' ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს. აღნიშნულ კომპანიას დაახლოებით 5.6 ათას ლარის ფარგლებში და თანაც 3 თვეში საპროექტო ნახაზი უნდა შეედგინა. ,,ვექტორ სტუდიოს'' უნდა დაედგინა, თუ რა დაჯდებოდა 100 კომლიან სოფელში სასმელი წყლის პროექტის განხორციელება; კერძოდ, უნდა შეედგინა ნახაზები შიდაგამანაწილებელ ქსელზე, მრიცხველებზე,...
მმართველმა პარტიამ ახალციხეში მერობის კანდიდატად სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული დეპარტამენტის უფროსი, ირაკლი ლაზარაშვილი დაასახელა, — ამის შესახებ ინფორმაციას ახალციხის მოქმედი მერი, ზაზა მელიქიძე ადასტურებს. ინფორმაციას toktv.ge ავრცელებს. როგორ აფასებს პარტიის გადაწყვეტილებას მელიქიძე? გვპასუხობს, რომ ლაზარაშვილი ღირსეული კანდიდატია. რაც შეეხება მის გეგმებს, მელიქიძეს თქმით, პარტიაში რჩება. კონკრეტულად რა პოზიციაზე არ ასახელებს. კითხვაზე, განიხილებოდა თუ არა მისი კანდიდატურა მერობისთვის? მელიქიძე არ გვპასუხობს...
„ქართულმა ოცნებამ“ სამცხე–ჯავახეთში მერობის კანდიდატები შეარჩია, მათგან ორი მოქმედი მერია. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.  ახალციხის მუნიციპალიტეტის მერად „ოცნებამ“ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ირაკლი ლაზარაშვილი წარადგინა. 38 წლის კანდიდატი ახალციხელია. მას მანამდე ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სამცხე–ჯავახთის სამმართველოს უფროსის პოზიცია ეკავა, ასევე მუშაობდა შემოსავლების სამსახურის საგადასახადო ინსპექციაში. „ოცნებამ“ ნინოწმინდაში მოქმედი მერი ანივარდ მოსოიანი წარადგინა. ანიუვარდ მოსოაიანი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი 2017 წელს გახდა....
ხაშურის საკრებულოში "პატრიოტთა ალიანსის'' წევრები "ქართულ ოცნებაში'' გადავიდნენ. ამის გამო ფრაქცია დაიშალა. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.  ფრაქციაში, რომლის სახელწოდება იყო "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი-დამოუკიდებლები", გაწევრიანებულები იყვნენ: თავმჯდომარე - მიხეილ კაპანაძე; თავჯდომარის მოადგილე - ნოვე ტაბატაძე; წევრები: აკაკი ჩიტაძე და ალექსანდრე სიმონიშვილი. როგორც საკრებულოს თავმჯდომარე მიხელ ჯანაშვილი აცხადებს, ამ ფრაქციის ორი წევრი იყო პატრიოთა ალიანსიდან - აკაკი ჩიტაძე და ალექსანდრე სიმონიშვილი. შეგახსენებთ, მანამდე,...
მოუგვარებელი პრობლემები მაღალმთიან აჭარაში, დახარჯული მილიონობით ლარის ფონზე. ამ თემაზე ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს. ქედის მუნიციპალიტის რამდენიმე სოფელში ადამიანებს სასმელი წყალი არ აქვთ. საუბარია აგოთასა და ზენდიდზე, სადაც ზაფხულობით, გვალვების დროს, ვერც სასოფლო სამეურნეო ნარგავების მორწყვა ხერხდება. სასმელი და სარწყავი წყლის სისტემის რეაბილიტაციასა თუ ახალი წყალსადენების მშენებლობაზე ქედის მერია ყოველწლიურად მილიონობით თანხას ხარჯავს, თუმცა, წყალი ქედის სოფლებისთვის, კვლავ, მოუგვარებელ პრობლემად რჩება. სოფელ...
ბათუმში ველობილიკების მოწყობის გენერალური გეგმა მუშავდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.  ორგანიზატორების თქმით, ბათუმში არსებული ველობოლიკები ფრაგმენტულადაა მოწყობილი და ველოსიპედებით გადაადგილება არაკომფორტულია. გენერალური გეგმის ფარგლებში არამარტო ბილიკები მოეწყობა, არამედ მასთან დაკავშირებული  სხვა ინფრასტრუქტურაც. გეგმის შემუშავებაში მონაწილეობას ექსპერტები და ველომოყვარულებიც მიიღებენ.
ხელვაჩაურის საკრებულოს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" 5 წევრი ტოვებს. მანდატზე უარს მიშა ბოლქვაძე, ქენან კახიძე, თეიმურაზ დუმბაძე, შორენა ცინცაძე და ლეილა ცინცაძე ამბობს. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.  მიშა ბოლქვაძის განცხადებით, გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებას უკავშირდება. მისივე თქმით, იგი მუშაობას ხელვაჩაურის ენმ-ს თავმჯდომარის პოსტზე გააგრძელებს, ხოლო დანარჩენი წევრები  კი პარტიაში.
საარჩევნო საკითხებზე საჩივრების წარდგენა ელექტრონულად, ონლაინ იქნება შესაძლებელი. ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ინფორმაციით, ახალი სერვისი ჩართული მხარეებისთვის პროცედურების გამარტივების მიზნით დაინერგა. "აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს ცესკოში სამუშაო შეხვედრა გაიმართა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომლებიც საჩივრის ელექტრონულად წარდგენის (ცესკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიებში) პროცედურებს დეტალურად გაეცნენ. ისინი ასევე გაეცნენ განახლებულ ინფორმაციას - თუ როგორ ხორციელდება ელექტრონული განაცხადების წარდგენა მათი დამკვირვებლების რეგისტრაციის მიზნით როგორც ცენტრალურ,...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ