გორის მერიის ადმინისტრაციის ხელმძღავნელმა, სამსახურიდან გათავისუფლების გამო, მერიას უჩივლა

480

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციისა და შესყიდვების ხელმძღვანელის ყოფილმა მოადგილემ ოლეგ ხუბულურმა უწყებას სასამართლოში უჩივლა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

“გავასაჩივრე გორის მერიის გადაწყვეტილება ჩემი სამსახურიდან გაშვებასთან დაკავშირებით” , – ამბობს ოლეგ ხუბულური.

​საქმის განხილვას გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე დავით პაპუაშვილი 3 აგვისტოდან დაიწყებს.

“რადიო მოზაიკას” წყაროს ცნობით, ოლეგ ხუბულური თანამდებობიდან დისციპლინური წარმოების შედეგად გაათავისუფლეს.

როგორც რადიო “მოზაიკამ” გაარკვია, ხუბულურის მიმართ დისციპლინარული საქმის წარმოება მას შემდეგ დაიწყო, რაც მან, 15 ივნისს ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში გორის მერია პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციაში დაადანაშაულა. გათავისუფლების მიზეზად, მას სამსახურში არ გამოცხადებები და გაკეთებული ნეგატიური შეფასებები დაუსახელეს.

ოლეგ ხუბულური მერიაში მუშაობის დაწყებამდე, გორის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი “გორის” ლიცენზირებისა და მატჩების მენეჯერი იყო.