გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში, “ქეცხურას უბნის” გზის გაგრძელების სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ტენდერი გამოცხადდა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ სამუშაოებისთვის 170 370 ლარი გაითვალისწინა.
სატენდეროდ პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ გზის რეაბილიტაცია ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 თვეში უნდა დაასრულოს.
ინფორმაციისთვის, აღნიშნულ უბანში გზის საფარის მრავალი წლის განმავლობაში მოუწესრიგებელი იყო.