„ქართულმა ოცნებამ“ მარნეულის მერობის კანდიდატად ქენან ომაროვი წარადგინა

1226

„ქართულმა ოცნებამ“ მარნეულის მერობის კანდიდატად ქენან ომაროვი დაასახელა.

“ქართული ოცნების” მარნეულის რაიონული ორგანიზაციის წინ გადაღებულ ფოტოს მარნეულსა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი, ზაურ დარგალი ავრცელებს და წერს, რომ ქენან ომაროვი მერობის კანდიდატია.

ომაროვი მარნეულის მერის მოადგილეა. ის მანამდე მარნეულის რესურსცენტრს ხელმძღვანელობდა.