ბათუმში ველობილიკების მოწყობის გენერალური გეგმა მუშავდება

404

ბათუმში ველობილიკების მოწყობის გენერალური გეგმა მუშავდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. 

ორგანიზატორების თქმით, ბათუმში არსებული ველობოლიკები ფრაგმენტულადაა მოწყობილი და ველოსიპედებით გადაადგილება არაკომფორტულია.

გენერალური გეგმის ფარგლებში არამარტო ბილიკები მოეწყობა, არამედ მასთან დაკავშირებული  სხვა ინფრასტრუქტურაც.

გეგმის შემუშავებაში მონაწილეობას ექსპერტები და ველომოყვარულებიც მიიღებენ.