ხაშურის საკრებულოში ,,პატრიოტთა ალიანსის” წევრები ,,ქართულ ოცნებაში” გადავიდნენ

596

ხაშურის საკრებულოში “პატრიოტთა ალიანსის” წევრები “ქართულ ოცნებაში” გადავიდნენ. ამის გამო ფრაქცია დაიშალა. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. 

ფრაქციაში, რომლის სახელწოდება იყო “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი-დამოუკიდებლები”, გაწევრიანებულები იყვნენ:

თავმჯდომარე – მიხეილ კაპანაძე; თავჯდომარის მოადგილე – ნოვე ტაბატაძე; წევრები: აკაკი ჩიტაძე და ალექსანდრე სიმონიშვილი.

როგორც საკრებულოს თავმჯდომარე მიხელ ჯანაშვილი აცხადებს, ამ ფრაქციის ორი წევრი იყო პატრიოთა ალიანსიდან – აკაკი ჩიტაძე და ალექსანდრე სიმონიშვილი.

შეგახსენებთ, მანამდე, “ქართული ოცნების” რიგები დატოვა 7-მა წევრმა, რომლებსაც საკრებულოში თანამდებობები ეკავათ.