ხელვაჩაურის საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” 5 წევრი ტოვებს

443

ხელვაჩაურის საკრებულოს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” 5 წევრი ტოვებს. მანდატზე უარს მიშა ბოლქვაძე, ქენან კახიძე, თეიმურაზ დუმბაძე, შორენა ცინცაძე და ლეილა ცინცაძე ამბობს. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. 

მიშა ბოლქვაძის განცხადებით, გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებას უკავშირდება.

მისივე თქმით, იგი მუშაობას ხელვაჩაურის ენმ-ს თავმჯდომარის პოსტზე გააგრძელებს, ხოლო დანარჩენი წევრები  კი პარტიაში.