ცესკო: არჩევნებზე საჩივრების წარდგენა ელექტრონულად იქნება შესაძლებელი

296

საარჩევნო საკითხებზე საჩივრების წარდგენა ელექტრონულად, ონლაინ იქნება შესაძლებელი. ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ინფორმაციით, ახალი სერვისი ჩართული მხარეებისთვის პროცედურების გამარტივების მიზნით დაინერგა.

“აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს ცესკოში სამუშაო შეხვედრა გაიმართა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომლებიც საჩივრის ელექტრონულად წარდგენის (ცესკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიებში) პროცედურებს დეტალურად გაეცნენ.

ისინი ასევე გაეცნენ განახლებულ ინფორმაციას – თუ როგორ ხორციელდება ელექტრონული განაცხადების წარდგენა მათი დამკვირვებლების რეგისტრაციის მიზნით როგორც ცენტრალურ, ისე საოლქო საარჩევნო კომისიებში”, – აცხადებენ ცესკოში.

მათივე ცნობით, საარჩევნო პერიოდში მედია აკრედიტაციის საკითხეზც შედგა დღეს შეხვედრა მედიაორგანიზაციებთან. ცესკოში აცხადებენ, რომ ეს პროცედურა გამარტივებულია.