დავით გარეჯთან დაკავშირებით ხელისუფლებისთვის პოლიტიკური შეთავაზება მაქვს, რომელიც გვაძლევს ისტორიულშესაძლებლობას, რომ ეს გამოწვევა გამოვიყენოთ ჩვენი და აზერბაიჯანის ურთიერთობების გაუმჯობესებისათვის, ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესებისათვის და ამ ადგილის საერთაშორისო მასშტაბის მემკვიდრეობის ძეგლად ქცევისთვის, - ამის შესახებ „პალიტრანიუსთან“  საუბარში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ განაცხადა. მისი თქმით, გულისხმობს, რომ დავით გარეჯის ტერიტორია, მთლიანად გადაიქცეს დაცულ ტერიტორიად. „ეს შეთავაზება დიდი ხანია დევს მაგიდაზე და შემუშავებულია...
გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომლები ამბობენ, რომ მოსახლეობა ნაგვის ურნებს შეგნებულად აზიანებს. ამის გამოსასწორებლად, ისინი ჯარიმების დაწესებას და კონტროლის მექანიზმის გაძლიერებას ითხოვენ. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. კეთილმოწყობის სააგენტოს ინფორმაციით, ქალაქის მასშტაბით 28 ახალი ურნაა დაზიანებული. სოფლებში განთავსებულ რკინის ურნებს კი სახურავები აქვს გაფუჭებული, ბორბლები კი -მოპარული. მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოვიწოდებთ, რომ გაუფრთხილდნენ ამ ურნებს. 2 ახალი ურნა წმინდაწყლის დასახლებაშია...
ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ე.წ. მთავრობის მეთაურად ვალერი ბგანბა დანიშნა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. ხაჯიმბა „პრეზიდენტის“ უფლება-მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად 9 ოქტომბერს შეუდგა. 10 ოქტომბერს მან „მინისტრთა კაბინეტი“ დაითხოვა. „ახლად დანიშნულმა პრემიერმინისტრმა მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა კანონით გათვალისწინებულ ვადებში უნდა დაამტკიცოს“,-  წერს „ნუჟნაია გაზეტა“. 66 წლის ვალერი ბგანბა მეორედ გახდა „პრემიერმინისტრი“. პირველად ეს თანამდებობა მან 2018 წლის 18 სექტემბერს დაიკავა. მაშინ რაულ...
რუსთავში ქუჩების დამისამართება მიმდინარეობს. მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ინიციატივით, ქალაქში სხვადასხვა ადგილზე, ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად, საბჭოს წევრების მიერ დამზადებული აბრების მონტაჟი დაიწყო. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. წლების განმავლობაში ქალაქის დიდ ნაწილს მისამართის მანიშნებელი აბრები არ ჰქონდა. რუსთაველთა ერთ-ერთი მოთხოვნა სწორედ დამისამართება იყო, რადგან მათი თქმით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანებს დანიშნულების ადგილამდე მისვლა უჭირდათ. რუსთავის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო ფონდ „ორბელიანი საქართველოს“ მხარდაჭერით, პროექტ „ქუჩების...
“სოფელ ალგეთში სასმელი წყლის მილების შეცვლაა საჭირო და უკვე სამუშაოების დაწყებასაც ვფიქრობთ,“-ამის შესახებ ინფორმაცია მერნეულის მერმა, ზაურ დარგალმა თქვა, ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს. მისი თქმით, ამ ეტაპზე შპს „რუსთავწაყალიდან“ იჯარით აღებულ 13 კმ-იანი სასმელი წყლის მაგისტრალურ მილის შეცვლის პროექტზე მუშაობენ, რაც ალგეთთან ერთად 9 სოფელში სასმელი წყლის მიწოდებას უზრუნველყოფს. დარგალის თქმით, სოფლებში სასმელი წყლის მომარეგების კუთხით სამუშაოები აქტიურად გაგრძელდება.
“10 სოფელს წყალი მიეწოდება. მილის დაზიანების გამო რამდენიმე დღეა მოსახლეობას წყალი არ მიეწოდებოდა სოფელ ქუთლიარში, ალგეთში და კაპანახჩიში, თუმცა ახლა წყლის მიწოდება აღდგა,“- ამის შესახებ ჩვენთან საუბრისას შპს „მარნეულის სოფწყალის“ დირექტორმა ნაბი აბდულაევმა ისაუბრა. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს. მისი თქმით, დიდი მუღანლოს ტერიტორიაზე გამავალი მილის ხაზზე, ორ მეტრამდე მონაკვეთზე, ავარია მოხდა და ამიტომ წყლის მიწოდება შეაჩერეს. „ავარიის გამომწვევი ნაწილი უკვე შეცვილილია....
2020 წლის ზაფხულიდან საერთაშორისო მოგზაურების ნაწილისთვის ვენეციაში შესვლა ფასიანი ხდება. კერძოდ, ტურისტები, რომლებიც იტალიის ქალაქში ღამით დარჩენას არ აპირებენ, ქალაქის მოსაკრებლის სახით, 3 ევროს გადაიხდიან. ინფორმაციას BM.GE ავრცელებს. გადაწყვეტილება ძალაში მომავალი წლის ივლისიდან შედის. ვენეცია უკვე დიდი ხანია ტურისტების უზარმაზარ ნაკადს სხვადასხვა მექანიზმით "ებრძვის". ერთდღიანი ტურისტების და ხომალდებით ჩასული ვიზიტორებისათვის საფასურის დაწესება რამდენიმე თვის წინ დაანონსეს; საკითხი მაშინ გადაიდო, თუმცა ახლა...
"გაჩერება აკრძალულია“ და "ხმოვანი სიგნალი აკრძალულია“ - ეს ის საგზაო ნიშნებია, რომლებიც მალე "გეორგია 21-ის" მიმდებარე ტერიტორიასთან განთავსდება - ეს საკითხია, რომელიც გორის საკრებულოს წევრებმა 11 ოქტომბრის სხდომაზე დაამტკიცეს. ინფორმაციას რადიო მოიზაიკა ავრცელებს. ჯავახიშვილის და მუსხელიშვილის ქუჩების კვეთაზე ამ შეზღუდვების შემორება, მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე, გადაწყდა. ადგილობრივი ხელისუფლებისათვის გაგზავნილ მოთხონაში მოსახლეობა განმარტავს, რომ ბაზრის არსებობის გამო, მათ საცოვრებლე სახლებთან მუდმივი ქაოსია. "საცხოვრებელ სახლებთან...
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ სტალინის გამზირზე N33-ს კორპუზის ეზოში, დასასვენებელი ტერიტორიის და სპორტული მოედნის მოსაწყობად 54 257 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, კორპუსის ეზოში როგორც სპორტული მოედანი, ასევე, ფიტნესის ტრენაჟორები და ბავშვებისთვის გასართობი სივრცეები მოეწყობა. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას სამუშაოების დასრულება 45 დღის ვადაში მოუწევს.
ზუგდიდის განახლებულ ბოტანიკურ ბაღში შესვლის ღირებულებასთან დაკავშირებით 'ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრს“ მზად აქვს პროექტი, რომელიც უკვე ზუგდიდის მერიაშია გადაგზავნილი. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. როგორც ცენტრის დირექტორმა ზვიად ქარჩავამგანაცხადა, პროექტში, რომელშიც, შესაძლოა, ცვლილებები ჯერ კიდევ შევიდეს, განსხვავებული ფასებია მოქალაქეთა სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით. მათ შორის დაგეგმილია, რომ ბაღის დათვალიერება უფასო იყოს 10 წლამდე ბავშვებისთვის, პენსიონრებისთვის და მაღალი ქულის მქონე სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ატენში, სიონის ტაძრის სამონასტრო კომპლექსთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, აღნიშნული, პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 1.2 მილიონი ლარია. პროექტი ითვალისწინებს საზოგადოებრივი საპირფარეშოებისა და ავტოსადგომის მშენებლობას. ასევე დაგეგმილია საფეხმავლო ბილიკების მოწყობა. სიონის ტაძრის სამონასტრო კომპლექსში ადგილობრივი და უცხოელი ტურისტების და მომლოცველების...
საპატიო გორელი წელს სხვადასხვა სფეროში მოღვაწე 15 ადამიანს მიენიჭა, - განმარტავენ გორის მერიაში. მათივე ცნობით, აღნიშნული ტიტული მიენიჭა მშენებელ ვახტანგ ყანჩაველს, პედაგოგებს სესილი ხუციშვილსა და ცირა ჯაჯანიძეს, ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორს თინათინ სოსანიძეს, მწერალ ვაჟა შაქარაშვილს, სპორტსმენს თენგიზ ხუბულურს, გორის უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ გიორგი სოსიაშვილს, კულტურის განყოფილების ხემძღვანელს რობერტ მაღლაკელიძეს, სპორტის ოსტატსა და მწერალს გერონტი გოგინაშვილს, კულტურის მოღვაწეს დავით ქიტიაშვილს, ექიმს...
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციით, სამედიცინო დანიშნულების მქონე ავტომანქანების შესყიდვის მიზნით, საქართველოს მთავრობა კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარებას გეგმავს. ინფორმაციას ნეტგაზეთი ავრცელებს. "ნეტგაზეთის" ცნობით, სააგენტომ უკვე დაიწყო ბაზრის კვლევა, ფასებისა და ტენდერის პირობების დაზუსტების მიზნით. შეთავაზებებს სააგენტო 2019 წლის 16 ოქტომბრის ჩათვლით მიიღებს, შემდეგ კი გამოაცხადებს კონსოლიდირებულ ტენდერებს. შეგახსენებთ, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფა თბილისის ექსკლუზიური უფლებამოსილება აღარ იქნება.
12 ოქტომბერს გორში გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხეივანი გაიხსნა. ხეივნის გახსნის ინიციატივა გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების სააგენტოს, მწერალთა სახლის ხელმძღვანელს მარინა ჯალიაშვილს ეკუთვნის. "ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩვენს ქალაქში გალაკტიონის სახელობის ხეივანი გაიხსნა. პოეტის გარდაცვალებიდან 60 წელი გავიდა. ხეივნის გახსნის იდეა კი ჯერ კიდევ 55 წლის წინ, გალაქტიონის გარდაცვალებიდან 5 წლის შემდეგ გაჩნდა. მისი ავტორი მწერალი ჯემალ ინჯია გახლდათ“, -...
2020 წლიდან ქედის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას მონაწილეობით ბიუჯეტირებაში ჩართვა შეეძლება. მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამას ქედის მერია მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით დაიწყებს და ამისათვის 300 ათას ლარს გამოყოფს. შესაბამისად, ათივე ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, თავად შეიმუშაოს და წარუდგინოს მერიას ის პროექტები, რომლის განხორციელებაც მნიშვნელოვნად მიაჩნია. პროგრამის ამოქმედებამდე ქედის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს საჯარო მოხელეებმა, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, შესაბამისი ტრენინგი...
სტატიის გაგრძელება საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია უსახლკარო მოქალაქეების საკითხებზე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ზაზა გაბუნიამ, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ფარგლებში შექმნილ, უსახლკაროთა საკითხებზე მომუშავე თემატური მოკვლევის ჯგუფზე ისაუბრა და USAID-ისა და UNDP-ის წარმომადგენლებს ჯგუფის მუშაობის მიზნები გააცნო. "საქართველოში ადამიანების სათანადო საცხოვრისით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესწავლის მიზნით, ჩვენ შევქმენით თემატური მოკვლევის ჯგუფი, რომელიც შეისწავლის მოქალაქეთა საცხოვრისით უზრუნველყოფის მიმართულებით...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ