მთავრობა სასწრაფო დახმარების 20 ავტომანქანისა და 25 რეანომობილის ყიდვას გეგმავს

622

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციით, სამედიცინო დანიშნულების მქონე ავტომანქანების შესყიდვის მიზნით, საქართველოს მთავრობა კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარებას გეგმავს. ინფორმაციას ნეტგაზეთი ავრცელებს.

“ნეტგაზეთის” ცნობით, სააგენტომ უკვე დაიწყო ბაზრის კვლევა, ფასებისა და ტენდერის პირობების დაზუსტების მიზნით. შეთავაზებებს სააგენტო 2019 წლის 16 ოქტომბრის ჩათვლით მიიღებს, შემდეგ კი გამოაცხადებს კონსოლიდირებულ ტენდერებს.

შეგახსენებთ, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფა თბილისის ექსკლუზიური უფლებამოსილება აღარ იქნება.