გორში გალაკტიონის სახელობის ხეივანი გაიხსნა

1550

12 ოქტომბერს გორში გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხეივანი გაიხსნა.

ხეივნის გახსნის ინიციატივა გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების სააგენტოს, მწერალთა სახლის ხელმძღვანელს მარინა ჯალიაშვილს ეკუთვნის.

“ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩვენს ქალაქში გალაკტიონის სახელობის ხეივანი გაიხსნა. პოეტის გარდაცვალებიდან 60 წელი გავიდა. ხეივნის გახსნის იდეა კი ჯერ კიდევ 55 წლის წინ, გალაქტიონის გარდაცვალებიდან 5 წლის შემდეგ გაჩნდა. მისი ავტორი მწერალი ჯემალ ინჯია გახლდათ“, – აღნიშნა ღონისძიებაზე მარინა ჯალიაშვილმა.

გამოჩენილი ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის გალაკტიონ ტაბიძის ხეივანი ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და შიდა ქართლის ადმინისტრაციის მხარდაჭერით გაიხსნა.