გორის კეთილმოწყობის სააგენტო: ხალხი ნაგვის ურნებს ამტვრევს და ბორბლებს იპარავს

799

გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომლები ამბობენ, რომ მოსახლეობა ნაგვის ურნებს შეგნებულად აზიანებს. ამის გამოსასწორებლად, ისინი ჯარიმების დაწესებას და კონტროლის მექანიზმის გაძლიერებას ითხოვენ. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

კეთილმოწყობის სააგენტოს ინფორმაციით, ქალაქის მასშტაბით 28 ახალი ურნაა დაზიანებული. სოფლებში განთავსებულ რკინის ურნებს კი სახურავები აქვს გაფუჭებული, ბორბლები კი -მოპარული.

მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოვიწოდებთ, რომ გაუფრთხილდნენ ამ ურნებს. 2 ახალი ურნა წმინდაწყლის დასახლებაშია დამტვრეული. მთლიანობაში, ქალაქში 28 პლასტმასის ურნა დააზიანეს. რკინის ურნებს კი, რომლებიც სოფელშია განთავსებული, თითქმის ყველას სახურავი აქვს გაფუჭებული. ყოველდღიურად ჩანაცვლება ხდება. დღესაც მაგალითად 7 დაზიანებული ურნა ჩავანაცვლეთ: ატენში – 5, ხიდისთავში კი – 2. ზოგს ბორბლები აქვს მოპარული, მიაქვთ და მერე რაღაც სხვა დანიშნულებით იყენებენ, ყურძნის მოსაკრეფად რაღაც ურიკებს აკეთებენ”, – განმარტავენ კეთილმოწყობის სააგენტოში.

სააგენტოს ინფორმაციით, მოსახლეობის ასეთი დამოკიდებულების გამო, მუდმივად ურნების შეძენა და ხარჯის გაღება უწევთ.

“ცნობიერების ამაღლება არის მთავარი პრობლემა. ყოველდღიურად, ურნებს ვამატებთ. სულ ახლახანს 150 ურნა მივიღეთ. აქედან რაიონში წავიდა 100 ურნა. 50 ქალაქს დაემატა.”