“სოფელ ალგეთში სასმელი წყლის მილების შეცვლაა საჭირო და უკვე სამუშაოების დაწყებასაც ვფიქრობთ,“-ამის შესახებ ინფორმაცია მერნეულის მერმა, ზაურ დარგალმა თქვა, ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
მისი თქმით, ამ ეტაპზე შპს „რუსთავწაყალიდან“ იჯარით აღებულ 13 კმ-იანი სასმელი წყლის მაგისტრალურ მილის შეცვლის პროექტზე მუშაობენ, რაც ალგეთთან ერთად 9 სოფელში სასმელი წყლის მიწოდებას უზრუნველყოფს.
დარგალის თქმით, სოფლებში სასმელი წყლის მომარეგების კუთხით სამუშაოები აქტიურად გაგრძელდება.