რუსთავში ქუჩების დამისამართება დაიწყო

1004

რუსთავში ქუჩების დამისამართება მიმდინარეობს. მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ინიციატივით, ქალაქში სხვადასხვა ადგილზე, ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად, საბჭოს წევრების მიერ დამზადებული აბრების მონტაჟი დაიწყო. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

წლების განმავლობაში ქალაქის დიდ ნაწილს მისამართის მანიშნებელი აბრები არ ჰქონდა. რუსთაველთა ერთ-ერთი მოთხოვნა სწორედ დამისამართება იყო, რადგან მათი თქმით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანებს დანიშნულების ადგილამდე მისვლა უჭირდათ.

რუსთავის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო ფონდ „ორბელიანი საქართველოს“ მხარდაჭერით, პროექტ „ქუჩების დამისამართების“ ფარგლებში, ქალაქში პირველ ეტაპზე 800 აბრას დაამონტაჟებს.